აღჭურვილობა (ელექტრონული საკეტების სისტემა)

 ელექტრონული საკეტები

სასტუმროს ელექტრონული საკეტების სისტემა სპეციალურად დამუშავებული და შექმნილია თანამედრვე სასტუმროების მოთხოვნების გათვალისწინებით. სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას, პასუხობს სასტუმროს ინდივიდუალურ სტილს და აგრეთვე ამცირებს საექსპლუატაციო დანახარჯებს.

სისტემა შედგება ოთხი ნაწილისგან : კარის საკეტები, კოდირების მოწყობილობა ბარათი-გასაღებისთვის, ბარათი-გასაღები და სისტემის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა. ძირითადი თვისებები:

  1. მაქსიმალური უსაფრთხოება:

ა) საკეტის კორპუსი და დეტალები დამზადებულია ფოლადისგან.

ბ) ბუდეში ოთხი სარქველი და ერთი ჩამკეტია უნიკალური დაცული დიზაინით, რომელიც დახურულია დამცავი ცილინდრით.

გ) საკეტის მეხსიერება იტევს ბოლო 864 მომხმარებლის ინფორმაციას, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.

დ) ავტომატური შემოწმების ფუნქცია გატყობინებთ ელემენტების შეცვლის  ან საკეტის არასწორი მოხმარების შესახებ.

ე) ჩაშენებული საათი იძლევა სტუმრების და აგრეთვე პერსონალის ვიზიტების კონტროლის საშუალებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ვ) მაღალი ხარისხის ბარათები  (IC card, RF card, ბარათები შიფრით, ibutton) დაგეხმარებათ კონტროლის და საკეტის გაღების ფუნქციის განხორციელებაში. IC ბარათის სამი არასწორი მცდელობა იწვევს ბარათის ანულრებას, რაც გამორიცხავს გაყალბებას.

ზ) დაკარგული ბარათების ანულირება ხდება მარტივი მოქმედებით.

  1. ბარათების მართვის იდეალური სისტემა. ბარათები იყოფა ხუთდონიანი სტრუქტურის 14 კატეგორიებად უფლებამოსილებათა დეტალური განაწილებით. სასტუმროს მენეჯერს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია უფლებამოსილების შეცვლა. წარმოდგენილი სისტემა მოქნილი, სანდო და მარტივად სამართავი და შესასწავლია.
  2. მაღალი სანდოობა და დაბალი დანახარჯები:

ცალკეული საკეტი იკვებება 4-6 სტანდარტული ელემენტებისგან. ნაკლები ენერგიის მოხმარება, მაღალი სანდოობა, ასევე დაბალი საექსპლუატაციო დანახარჯები.

  1. შეთავსება პროგრამულ უზრუნველყოფასთან:

საკეტების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა შეთავსებადია სასტუმროს მართვის საერთო სისტემასთან; წარმოდგენილია ინტეგრაციის ხუთი ინტერფეისი.

  1. საკეტების უკაბელო სისტემა:

საკეტის დასამონტაჟებლად არ არის საჭირო კაბელი , რაც ამარტივებს მათ ინსტალაციას. საკეტებს შორის კავშირი ხდება ბარათების საშუალებით.

 

 

zamok1

zamok3

z4