პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა Game-Keeper შედგება კომუნიკაციური Software და გამოყენებითი Software — გან. მონაცემთა ბაზების სერვერად გამოიყენება Microsoft SQL Server.

კომუნიკაციური Software

 კომუნიკაციური Software  აკავშირებს სათამაშო კონტროლერების ქსელს კომპიუტერების ლოკალურ ქსელთან და გადასცემს ბრძანებებს და შეტყობინებებს კონტროლერებიდან  SQL Server -ს და პირიქით. აგრეთვე მის შემადგენლობაში შედის  telnet-სერვერი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კონტროლერების დისტანციურად მართვა.

გამოყენებითი Software

გამოყენებითი Software შედგება:

  • სალაროს პროგრამული უზრუნველყოფა (მოლარის სამუშაო ადგილი)
  • კიოსკის და საინფორმაციო კიოსკის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ცნობარების და პარამეტრების მართვის პროგრამები
  • ძირითადი ანგაროშების აგების პროგრამები
  • OLAP-ანგარიშების აგების პროგრამები
  • პრიზების გაცემის მაღაზიის უზრუნველყოფის პროგრამები
  • ინტერფეისი R-Keeper და UCS-Премьера სისტემებთან

ცნობარების და პარამეტრების მართვის პროგრამა

ცნობარების და პარამეტრების მართვის პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია ავტომატების სიის კატეგორიების, განთავსების ზონების მიხედვით, აგრეთვე ბარათების დონეების სიის , აბონემენტების , პერიოდების , ტარიფების და ბონუსების წესების  შექმნა და რედაქტირება.

game6

ძირითადი ანგარიშების აგების პროგრამა

ძირითადი ანგარიშების აგების პროგრამა გაძლევთ საშუალებას ააგოთ ანგარიშები მზა ფორმების საფუძველზე და შექმნათ ახალი  SQL-მოთხოვნების საფუძველზე.

OLAP-ანგარიშების აგების პროგრამა

game7

OLAP-ანგარიშების აგების პროგრამა გაძლევთ საშუალებას ააგოთ ანგარიშების ე.წ. ჰიპერკუბების საფუძველზე და ჩაატაროთ ანალიზი თქვენთვის საჭირო ჭრილში. ამ მომენტისთვის არსებობს 3 ჰიპერკუბის მხარდაჭერა- გაყიდვების წერტილებით, ავტომატებით და ბარათებით. მომხმარებელი თვითონ ირჩევს მისთვის საინტერესო ფაქტორებს ინტერაქტიულ რეჟიმში.

game8

პრიზების გაცემის მაღაზიის უზრუნველყოფის პროგრამა

game9

Game-Keeper მოლარის სადგური გამოიყენება, როგორც  პრიზოთეკა დამატებითი ფუნქციებით (ბილეთებით ბალანსის შევსება და მათი სათამაშოებზე გადაცვლა).

R-Keeper და UCS-Премьера — სთან ინტერფეისი

Game-Keeper -ის განმასხვავებელი თვისება  R-Keeper  და UCS-Премьера -სთან ინტეგრაციაა. შესაძლებელია სათამაშო ბარათით ანგარიშის გადახდა ბარში, კაფეში, რესტორანში და სხვა ობიექტებში , რომელიც დაკავშირებულია გასართობ ცენტრთან, ასევე საჭიროებისამებრ ბალანსის შევსება R-Keeper სადგურიდან.