ახალი ამბები
2024
KFC ნატახტარი. კომპანია UCS Georgia-ს მიერ ავტომატიზირებული მე-19 რესტორანი. რესტორანში დაინერგა ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა r_keeper v.7 სალაროზე „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) და სისტემა VDU (Video Display Unit ) — სერვის-ბეჭდვის ჩანაცვლება მონიტორებით.
KFC so good
2024
გონიო, ატმოსფერული რესტორანი ზღვის პირას, რომელიც მდებარეობს სასტუმრო Green Side Hotel -ში. Elly — სტილი, კომფორტი და გამორჩეული გემოები საუკეთესო დღეების გასატარებლად. აუცილებლად დაამატეთ ეს ადგილი თქვენს მოგზაურობის სიაში.
ავტომატიზაცია განხორციელდა პროგრამული პროდუქტების – რესტორნის პროგრამა r_keeper v.7 და საწყობის პროგრამა Store House v.5 -ის ბაზაზე.
2024
სენატი რესტორანი და ლაუნჯი Senate Restaurant & lounge
სამი განსხვავებული კონცეფცია ერთ სივრცეში. თქვენ გელით მოწვეული შეფ-მზარეულის მიერ შექმნილი მენიუ, სადაც ერთიანდება ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძები.
უნიკალური კონცეფციით გამორჩეული “სენატი რესტორანი და ლაუნჯი” Senate Restaurant & lounge , რომლის მსგავსი დასავლეთ საქართველოში არ არსებობსო … ეწვიეთ და თავად დარწმუნდით…
ჩვენი კომპანიის მიერ დასრულებულია ავტომატიზაციის სისტემების შეცვლის სამუშაოები. არჩევანი გაკეთდა მართვის პროფესიონალურ სისტემებზე- rkeeper v 7 (რესტორანი), SH5 (საწყობი).
2024
დიდი ხნის შესვენების შემდეგ — განახლებული კაფე გაბრიაძე !
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის პირველი ქართული მარიონეტების თეატრია თბილისში. გაბრიაძის თეატრი ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჯადოსნური ადგილია, სადაც კოშკის მარჯვნივ უნიკალური თეატრალური კაფეა, რომელიც 1995 წელს დაარსდა და დღეს უკვე გთავაზობთ განახლებულ სივრცეს, სადაც გელით ტრადიციული ქართული სამზარეულო და ღვინის ფართო არჩევანი.
ავტომატიზაცია განხორციელდა პროგრამული პროდუქტების – რესტორნის პროგრამა r_keeper v.7 და საწყობის პროგრამა Store House v.5 -ის ბაზაზე.
2024
ბათუმის მორიგი ელეგანტური და ელიტარული სამორინეს — Maximus Casino Batumi — ის რესტორნის ავტომატიზაცია.
სამორინეს რესტორანი მდებარეობს ბათუმში, სასტუმრო « კოლიზეუმ მარინა Colloseum Marina Hotel » -ში.
ავტომატიზაციის სამუშაოები შესრულებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის 6 სალარო სადგურით და Store House_5 საწყობისთის რამდენმე სამუშაო ადგილით.
2024
Grape Wine&Kitchen …
აღმოაჩინეთ ქართულ-ევროპული სამზარეულოს მდიდარი გემოები დახვეწილ ღვინოებთან ერთად. კულინარული მოგზაურობა, სადაც ტრადიცია ელეგანტურობას ერწყმის .
ავტომატიზაცია განხორციელდა პროგრამული პროდუქტების – რესტორნის პროგრამა r_keeper v.7 და საწყობის პროგრამა Store House v.5 -ის ბაზაზე.
2023
ჩვენი კომპანია ამჯერად საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს სამცხე — ჯავახეთს ეწვია ! ვეწვიეთ განახლებულ ედემს ახალციხეში! განახლებული ედემი არის ადგილი, სადაც მშვიდი და სასიამოვნო გარემო გელოდებათ, ადგილი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. რესტორანში წარმოდგენილია ტრადიციული ქართული სამზარეულო საავტორო შესრულებით.
ბიზნეს- პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისთვის დაინერგა რესტორნის ავტომატიზაციის პროფესიონალური სისტემა r_keeper 7 და შესაბამისად საწყობის მართვის სისტემა Store House.
2023
G17 -ის დეტალებზე ორიენტირებული
ატმოსფერო თქვენი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. ზღვისპირა ლაუნჯი და მულტიფუნქციური სივრცე — G17 ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს.
G17 – კომპანია UCS Georgia–ს მიერ დანერგილია რესტორნის მართვის თანამედროვე პროფესიონალური სისტემა R-Keeper v.7, რომელიც გამოირჩევა მუშაობის მაღალი სიჩქარით, ასევე R-Keeper v.7 – თან კომპლექსში დანერგილია საწყობის მართვის სისტემა StoreHouse 4, მისი მეშვეობით ობიექტს ეძლევა ნედლეულის ავტომატიზირებულად მართვის, და აგრეთვე ბარში და სამზარეულოში ნედლეულის ნაშთების კონტროლის საშუალება.
2023
არენა პაბი — Arena Pub — ბათუმი — სპორტული შემართებით დავასრულეთ ავტომატიზაციის სამუშაოები !
არენა პაბი — Arena Pub — გემრიელი კერძები, მაგიური ატმოსფერო, ბევრი ლუდი, ურთიერთობა და ცოცხალი მუსიკა !
ბათუმში ახალი, განსხვავებული და ემოციებით სავსე პაბი გელოდებათ.
ბიზნეს- პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისთვის ჩვენს მიერ გამოყენებულია რესტორნის ავტომატიზაციის პროფესიონალური სისტემა r_keeper_v.7 (რესტორანი) და Store House (საწყობი).
გვესტუმრე, მიირთვი, გაერთე!
Lets meet, eat meat and drink beer!
2023
კაზინო «შანგრი ლა» ბათუმი – მდიდრული და მაღალი დონის სათამაშო სივრცე , ბათუმში. შანგრილა არის საერთაშორისო კომპანია “Storm International’’ ჯგუფის ექსკლუზიური ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი დიდებულებით და მომსახურების პრემიუმ ხარისხით. სამორინე შანგრილა — ქ. ბათუმში, სასტუმრო რამადა პლაზაში.
წარმატებით დავასრულეთ ავტომატიზაციის სამუშაოები კაზინო «შანგრი ლა» ბათუმ-ში. ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის შერჩეულ იქნა ტრადიციულად ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემები — r_keeper v.7. — რესტორანი და Store House v.5 — საწყობი.
2023
ბათუმის შუაგულში, მაგნოლიების ჩრდილქვეშ გაიხსნა ულამაზესი სივრცე, რომელიც ერთ ლოკაციაზე, აერთიანებს ორი განსხვავებული ტიპის რესტორანს.
კასუმლო- ქართული სამზარეულოთი გიმასპინძლებთ,
ტერასა მაგნოლიებში კი ქართული და ევროპული სამზარეულოთი დაიპყრობს თქვენს გულს.
ავტომატიზაციის სამუშაოები შესრულებულია ჩვენი კომპანიის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 (რესტორანი) და Store House_5 (საწყობი).
2023
Cafe Manufactory1993 — კაფე უკრაინული აქცენტით ბათუმში! ერთ-ერთი მოდური და თანამედროვე კაფე ბათუმში, სადაც გელით კერძების მრავალფეროვანი და უგემრიელესი არჩევანი, ადგილი, რომელსაც თქვენ აუცილებლად ურჩევთ მეგობრებს ! ჩვენს მიერ წარმატებით ჩატარდა ავტომატიზაციის სისტემის შეცვლის სამუშაოები. არჩევანი გაკეთდა მართვის პროფესიონალურ სისტემებზე — keeper v 7 (რესტორანი), SH5 (საწყობი).
2023
თქვენი გასტრონომიული ოცნებები რეალობად იქცევა!
რესტორანი « რუსთაველი »- კულინარული შედევრების ოაზისი!
ჩვენს მიერ ჩატარებულია ავტომატიზაციის სამუშაოები ძირიდათი პროდუქტების გამოყენებით — რესტორნის ავტომატიზაციის სისტემა — r_keeper v 7 რამდენიმე სალარო სადგურით, საწყობის აღრიცხვის სისტემა — SH 4.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის-ო, ესტუმრეთ და თავად დარწმუნდით …
2022
ჩვენი კომპანიის მიერ დასრულებული კიდევ ერთი პროექტი გვინდა წარმოგიდგინოთ.
თბილისის უძველეს და კოლორიტულ ადგილას გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული რესტორანი « ხედი Khedi restaurant » , სადაც გელით მოდერნიზირებული ქართული მენიუ ტრადიციული გემოებითა და თანამედროვე ვარიაციებით. ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის შერჩეულ იქნა ასევე ტრადიციულად ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემები — r_keeper v.7. — რესტორანი და Store House v.5 — საწყობი.
2022
უკრაინის პატარა ნაწილი თბილისის ცენტრში !
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მორიგი საინტერესო პროექტი
კომპანია UCS Georgia –ს მიერ ავტომატიზირებულია გასტრონომიული მაღაზია
« Odessa Mama Gastronomy»
ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის შერჩეულ იქნა ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემა r_keeper v.7. და საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House v.4.
თქვენ გელით უკრაინული სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციებით შექმნილი გემრიელი და მრავალფეროვანი არჩევანი!
Ласкаво просимо !!!
2022
ზაფხული 2022 ბათუმში !
ჩვენი ახალი პროექტი რესტორანი « Panorama Restaurant Batumi » . პანორამა — აჭარაში ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია ზღვისა და მთის პანორამული ხედით. მენიუ წარმოდგენილია ქართველი შეფ-მზარეულის მიერ, რომელიც მოიხსენება Michelin Guide 2021-ში.
ჩვენს მიერ ჩატარებულია ავტომატიზაციის სამუშაოები ძირიდათი პროდუქტების გამოყენებით — რესტორნის ავტმატიზაციის სისტემა — r_keeper v 7 რამდენიმე სალარო სადგურით , საწყობის აღრიცხვის სისტემა — SH 5 , აგრეთვე r_keeper -თან ერთად დაინერგა მოდული «მობილური მიმტანი mobile waiter » . ხოლო სამზარეულოში კი დაინერგა KDS PRO (Kitchen Display Sistem) სისტემა. მონიტორი პრინტერის ნაცვლად. სერვის–ბეჭდვის სრული ჩანაცვლება ან KDS -ის გამოყენება როგორც დამატებითი ფუნქცია.
2022
კით კლაბ თბილისი « Kit Club Tbilisi ». საბილიარდო კლუბი თბილისის ცენტრში. ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდა საბილიარდო კლუბის სრული ავტომატიზაცია. ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა R-Keeper v7, ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის — საწყობის მართვის პროგრამა StoreHouse v5.
2022
აღმოაჩინეთ ახალი კულინარული თავგადასავალი ბათუმში…
«რესტორანი ტიფლისი — Restaurant Tiflisi», სადაც მყუდრო და სასიამოვნო გარემო გელოდებათ. რესტორანი ავტომატიზირებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით:r_keeper v.7 რესტორანი და Store House v.5 საწყობი.
2022
ბათუმში დახვეწილი, ესთეტიური, მყუდრო და გემოვნებიანი გარემო რესტორან « შეფპონიტ Sheffpoint Restaurant »-ში გელოდებათ
«შეფპოინტი» იდეალურია დღის ნებისმეირ მონაკვეთში, საქმიან ლანჩზე თუ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად….
ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის შერჩეულ იქნა ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემა R–Keeper v.7. და საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House v.5
2022
საახალწლო პროექტი — ყველასათვის ცნობილი « კონტეინერი » .
ბიზნეს — პროცესების ეფექტური მართვისათვის გამოყენებულია ავტომატიზაციის პროფესიონალური სისტემა r_keeper 7 და შესაბამისად საწყობის მართვის სისტემა Store House 4, სამზარეულოში ასევე გამოყენებულია KDS (Kitchen Display System) სისტემა, რაც ნიშნავს მონიტორი პრინტერის ნაცვლად. სერვის–ბეჭდვის სრული ჩანაცვლება ან KDS -ის გამოყენება, როგორც დამატებითი ფუნქცია.
2021
რესტორანი -ტავერნა « EXODUS » ბათუმში!
რესტორნის შემქმნელების ციტირებას თუ მოვახდენთ ეს არა მხოლოდ რესტორანია, არამედ ახალი სამყაროა შავი ზღვის სანაპიროზე! სამუშაოები შესრულებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების r_keeper_v.7(რესტორანი) და StoreHouse v.5 (საწყობი)-ის გამოყენებით.
2021
რესტორანი ბარბექიუ « Ribs & Puri »
ორბელიანზე მეგობრებთან შეხვედრების მორიგი საინტერესო ადგილი და ჩვენი კომპანიის ახალი პროექტი. სამუშაოები შესრულებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტის r_keeper_v.7 -ის გამოყენებით.
2021
2021
2021
2021
საუკეთესო ტრადიციებში ავტომატიზირებული, ტრადიციული ქართული რესტორანი «განგადაგანა» , კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის და Store House v5 საწყობისთის. ასევე გამოყენებულია მოდული «მობილური მიმტანი» (Mobile Waiter) მისი დახმარებით მიმტანები შეკვეთას უშუალოდ სტუმრის მაგიდასთან მობილური მოწყობილობის გამოყენებით აფორმებენ და ონლაინ რეჟიმში აგზავნიან სისტემაში, რაც საგრძნობლად ამცირებს სტუმრის მომსახურების დროს.
აგვისტო 2020
ზაფხული კი დაასრულა არანაკლებ საინტერესო პროექტმა ქ.ბათუმში. დახვეწილი სტილი და არქიტექტურა დაგხვდებათ იტალიური სამზარეულოს რესტორანში ორანჟერეა ამბასადორი Orangery Ambassadori. ჩენს მიერ წარმატებით ჩატარდა ავტომატიზაციის შეცვლის სამუშაოები. არჩევანი გაკეთდა მართვის პროფესიონალურ სისტემებზე — keeper v 7 (რესტორანი), SH5 (საწყობი). სისტემის შეცვლამ ობიექტის ხელმძღვანელობას მისცა პროდუქციის აღრიცხვასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრის საშუალება, ასევე სისწრაფის და მუშაობის ხარისხის ამაღლების და გაუმჯობესების საშუალება.
აგვისტო 2020
ამასობაში ზაფხული ბათუმში გრძელდება … და სტუმრებს უკვე შეფების კლუბი ელოდება Chef’s Club Georgia, ადგილი სადაც თქვენს განწყობაზე ბევრი შეფი ზრუნავს და მუშაობს! შესაბამისად ავტომატიზაციის სისტემაც მაღალ დონისაა – r_keeper v 7 (რესტორანი), SH5(საწყობი).
ივლისი 2020
მორიგმა პროექტმაც არ დააყოვნა … და ალავერდი ახალ ტალღასთან ნიუ ვეივ New Wave … კომპლექსური ავტომატიზაცია ბათუმში, ჩვენი ძირითადი პროდუქტების გამოყენებით :
r_keeper v 7 (რესტორანი), Shelter v2 (სასტუმრო) , Store House(საწყობი).
ივლისი 2020
ამ ზაფხულს ბათუმში ფარდოდ გააღო კარები ტრადიციული ქართული სამზარეულოს კოლორიტულ რესტორანმა, არანაკლებ კოლორიტული სახელწოდებით «ალავერდი». რესტორნის და საწყობის ავტომატიზაციის სამუშაოები — keeper v 7 (რესტორანი), Store House(საწყობი) წარმატებით ჩატარდა.
ივლისი 2020
მეგობრებთან შეხვედრების მორიგი საინტერესო ადგილი თბლისში. squadავტოსამრეცხაო, squadლაუნჯბარი,squadსალონი და სხვა ბევრი საინტერესო სიახლე ერთ სივრცეში…ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა r_keeper v7, ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის — საწყობის მართვის პროგრამა SH5.
დეკემბერი 2019
KFC საქართველო — ქსელის კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნა ქ.თბილისში გამრეკელის ქუჩაზე.
ოქტომბერი-ნოემბერი 2019
„სითი მოლი საბურთალო“ — 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი. მოხარულები ვართ, რომ გავხდით ქალაქისთის მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი.
ბოლრუმ საბურთალო Ballroom Saburtalo — ჩვენი პარტნიორების მორიგი პროექტი .
ბიზნეს- პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისთვის ჩვენს მიერ გამოყენებულია რესტორნის ავტომატიზაციის პროფესიონალური სისტემა r_keeper 7 და შესაბამისად საწყობის მართვის სისტემა Store House .
აგვისტო 2019
ვერანდა აკროპოლი… ბათუმის მშვენება … აკროპოლის აღორძინება !
ჩვენი კომპანიის მიერ დასრულებულია მორიგი პროექტი ბათუმში. ამ ადგილთან დიდი ხნის მეგობრობა და თანმშრომლობა გვაკავშირებს. მოხარულები ვართ,რომ მეგობრობა გაგრძელდა !
ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა r_keeper v7. — 4 სალაროს სადგურით, რაც ამარტივებს პიკის საათებში შეკვეთის მიღებას, მის გაგზავნას სამზარეულოში და შესაბამისად ამაღლებს სტუმრის მომსახურების დონეს. ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის არჩეულია — საწყობის მართვის პროგრამა StoreHouse.
რესტორანი, სადაც წარმოდგენილია ქართული ტრადიციული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო.
რესტორანი, სადაც შეძლებთ დაისვენოთ მთელი ოჯახით, შეხვდეთ მეგობრებს ან აღნიშნოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. გემოვნებიანი დიზაინი, ცოცხალი მუსიკა, მშვიდი და კომფორტული გარემო გელოდებათ ვერანდა აკროპოლში !
ივლისი 2019
ჩვენი კომპანიის მიერ დასრულებულია ბათუმში, ახალ ბულვარზე მდებარე Aqua Batumi Hotel & Apartments -ის კომპლექსური ავტომატიიზაციის სამუშაოები .
კომპლექსური გადაწყვეტილება მოიცავს რესტორნის ავტომატიზაციის სისტემა r_keeper-ს, რომელიც ინტეგრირებულია სასტუმროს ავომატიზაციის სისტემა Shelter-თან და აგრეთვე საწყობის მართვის სისტემა Store House-თან.
ივლისი 2019
თბილისის ისტორიულ და კულტურული ღირშესანიშნაობების მახლობლად გაიხსნა პატარა მყდრო სასტუმრო — ტარხუნი TARHUN. სასტუმროს ბიზნეს-პროცესების სამართავად ხელმძღვანელობის მიერ შერჩეულ იქნა ავტომატიზაციის პროფესინალური პროგრამა Shelter_Lite.
ივნისი 2019
მცხეთა — საქართველოს უძველესი დედაქალაქი. საქართველოს გული
რესტორანი მარანი ჰოლი.
G.G.Group ჰოლდინგის მორიგი პროექტი. დასრულებულია ავტომატიზაციის სისტემის შეცვლის სამუშაოები, რამაც რესტორნის ხელმძღვანელობას გაუადვილა პირველ რიგში ყველა ბიზნეს პროცესის მართვა, პროდუქციის აღრიცხვასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე სისწრაფის და მუშაობის ხარისხის ამაღლების და გაუმჯობესების საშუალება. მარანი ჰოლში თქვენ გელით შეხვედრა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით გამდიდრებულ მრავალფეროვან ქართულ სამზარეულოსთან.
აპრილი 2019
და ისევ ბათუმი
r_k 7 & Sh რესტორან მამამიაში MAMAMIA, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულო კერძები. რესტორანი მდებარეობს ახალ ბულვარზე მრავალფუნქციურ კომპლექს MetroCity-ში.
ოქტომბერი 2018
ჩვენი ყველაზე არომატული და ტკბილი პროექტი ! 👑საკონდიტრო მაღაზია Royal Bushe ბათუმში ! 👑
ბიზნეს- პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისთვის ჩვენს მიერ გამოყენებულია რესტორნის ავტომატიზაციის პროფესიონალური სისტემა r_keeper 7 და შესაბამისად საწყობის მართვის სისტემა Store House .
ივნისი 2018
დედაქალაქის მორიგი ელეგანტური, მდიდარი და ელიტარული სამორინეს — Jewel ჯუილ — ის რესტორნის ავტომატიზაცია.
სამორინე ჯუილი მდებარეობს თბილისის ცენტრში, სასტუმრო « ბილტმორ თბილისი » -ში. რესტორნის ზონა პრივატული დარბაზებით განლაგებულია კაზინოს მთავარ დარბაზში. ავტომატიზაციის სამუშაოები შესრულებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის 4 სალარო სადგურით და Store House_4 საწყობისთის რამდენმე სამუშაო ადგილით.
სამორინე ჯუილი … შთამბეჭდავი გამოცდილება …
ივნისი 2018
მორიგი პროექტი დასრულებულია ! ღვინის მაღაზია — ბარი Wine & Dine ჩვენი დიდი ოჯახის ახალი წევრი!
მაისი 2018
პირველი ქაშერ რესტორანი ბათუმში — Mendi’s.
აპრილი 2018
ქართული და ევროპული სამზარეულოს რესტორანი ბათუმის ცენტრში, მ.აბაშიძის ქუჩაზე. სტატია იხილეთ აქ
მარტი 2018
საქართველოს მორიგი რეგიონის, ულამაზესი იმერეთის ათვისების წარმატებული სტარტი ! საქართველოს უძველეს ქალაქ ქუთაისს ვესტუმრეთ !
„კინო საქართველო“ -ს ახალი და თანამედრვე იერსახე. ქართული კინითეატრების ქსელში შემავალი კინოთეატრი Cinema Sakartvelo ქუთაისის ცენტრში მდებარეობს. თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი და საინტერესო ინტერიერი, 6 კინოდარბაზი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით და ხმოვანი სისტემებით. ამ შენობაშივე განთავსებულია ჩვენი კომპანიის მიერ #ერკიპერი ავტომატიზირებული კაფე.
UCS-ის ძირითადი პროდუქტების საფუძველზე დაინერგა: ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა — r_keeper v.7 #ერკიპერი ექვსივე სალაროზე დამონტაჟებული „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) სტუმრისთვის — გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა სწრაფი კვების ობიქტებზე. ეკრანზე მიმდინარე შეკვეთასთან და მის ღირებულებასთან ერთად შესაძლებელია მარკეტინგული ინფორმაციის განთავსება და საწყობის მართვის სისტემა — Store House #საწყობისმართვა. ავტომატიზაციის სამუშაოები ჩატარდა დროზე და ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
კომპანია UCS Georgia გისურვებთ წარმატებებს!
თებერვალი 2018
სახაჭაპურე № 1.
რესტორნების ქსელის მთავარი მიზანი და სურვილი იყო , ქართული სამზარეულოს ყველაზე გემრიელი და საყვარელი კერძი ხაჭაპურისთვის, ახალი ჟღერადობა მიეცათ. მიზანს კეთილსინდისიერი შრომით და საქმის სიყვარულით მიაღწიეს. ჩვენი თანამშრომლობა აგერ უკვე 4 წელიწადია გრძელდება და საკმაოდ წარმატებულია. წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ საერთო პროექტს გალერია თბილისში — თბილისის გულში. კომპანია UCS-ის ძირითადი პროდუქტების საფუძველზე დაინერგა : ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა — r_keeper სალაროზე „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) სტუმრისთვის — გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა სწრაფი კვების ობიქტებზე. ეკრანზე მიმდინარე შეკვეთასთან და მის ღირებულებასთან ერთად შესაძლებელია მარკეტინგული ინფორმაციის განთავსება და საწყობის მართვის სისტემა — Store House. ავტომატიზაციის სამუშაოები ჩატარდა დროზე და ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
კომპანია UCS Georgia გისურვებთ წარმატებებს!
იანვარი 2018
Fusion-ის სტანდარტის პირველი რესტორანი საქართველოში. მორიგი KFC თბილისის გულში. Fusion-ის სტანდარტი — სწრაფი მომსახურების სისტემაა, რომელიც ამცირებს სტუმრის მომსახურების დროს, ზრდის კლიენტების ლოიალობას, ზრდის გაყიდვებს ბრუნვის ზრდის ხარჯზე. კომპანია UCS Georgia-ს მიერ ავტომატიზირებულია KFC-ის მე-5 რესტორანი. გამოყენებულია პროფესინალური სისტემა r_keeper 7 , სალაროზე „მეორე ეკრანი“ (Second Screen) და სისტემა VDU (Video Display Unit).
დეკემბერი 2017
წლის მასშტაბური დასრულება.
ადგილი, სადაც დღის ნებისმიერ დროს იგრძნობა თბილისის რითმი. გალერია თბილისი.
გალერია თბილისში განთავსებული Ballroom – Food Drinks & Bowling — კომფორტული და იდეალური გართობის შემადგენელი სამი განუყოფელი კომპონენტი ერთ სივრცეში. სივრცე სამი სახის გასართობ სერვისს — კინოთეატრს, ბოულინგ ცენტრს და ლაუნჯ-ბარს აერთიანებს.
ბიზნეს- პროცესების ეფექტური ფუნქციონირებისთვის ჩვენს მიერ გამოყენებულია რესტორნის ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა r_keeper 7 და შესაბამისად საწყობის მართვის სისტემა Store House .
Ballroom – Food Drinks & Bowling…
ნოემბერი 2017
შემოდგომა ბათუმში.
ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდა კარაოკე ბარის « VOICE » -ის სრული ავტომატიზაცია . ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა R-Keeper v7, ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის — საწყობის მართვის პროგრამა StoreHouse.
ოქტმობერი 2017
_ლეილა მესხი — გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი, ოლიმპიური და მრავალგზის ტურნირების პრიზიორი. სწორედ მისი სახელობის ჩოგბურთის აკადემიის კომპლექსური ავტომატიზაციის სამუშაოები ჩაატარა კომპანია UCS Georgia- მ.
_ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია გაიხსნა თბილისში 1995 წელს, 1930 წელს აშენებული კორტების ბაზაზე. აკადემიაში შეასწავლიან ჩოგბურთის თამაშს, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე. აკადემიის ტერიტორიაზე აგრეთვე გაიხსნა LM Club Hotel — ბუტიკ სასტუმრო, აუზი, სილამაზის სალონი და ფიტნეს კლუბი.
_ჩვენს მიერ დაინერგა ავტომატიზაციის სისტემები «Abonement» და «Shelter v.2».
_პროგრამა «Abonement» -ის დახმარებით ავტომატიზირებულია აკადემიის მოსწავლეების და სტუმრების რეგისტრაცია, ხორციელდება საკლუბო ბარათების და აკადემიაში განთავსებული ფიტნეს კლუბის სხვა დამატებითი მომსახურების გაყიდვა, ასევე სამაჯურების გაცემა, რომლის მეშვეობით მოსწავლეებისთვის და სტუმრებისთვის ხელმისავწდომი იქნება კორტების ტერიტორია, აუზი, სილამაზის სალონი და ფიტნეს კლუბი.
_ხოლო სისტემა UCS_Shelter v.2-ის მეშვეობით ავტომატიზირებულია სასტუმროს მართვა — ოთახების დაჯავშნა, სტუმრების რეგისტრაცია, მათი განთავსება, მუშაობა ანგარიშებთან, ბუღალტერიისთვის მონაცემების მომზადება.
სექტემბერი 2017
_ ჩვენი კომპანიის მიერ დასრულებულია პარალელურად 2 ობიექტის ავტომატიზაციის პროექტი ქობულეთსა და ბათუმში .
_ Sunset Qobuleti და Sunset Batumi.
ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა r_keeper v7. — 5 სალაროს სადგურით ყოველ რესტორანში, რაც ამარტივებს პიკის საათებში შეკვეთის მიღებას, მის გაგზავნას სამზარეულოში და შესაბამისად ამაღლებს სტუმრის მომსახურების დონეს. ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის არჩეულია — საწყობის მართვის პროგრამა StoreHouse.
_ 2 რესტორანი, სადაც წარმოდგენილია ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები დამზადებული მხოლოდ ნატურალური ქართული პროდუქტებისგან.
_ 2 რესტორანი, სადაც შეძლებთ დაისვენოთ მთელი ოჯახით, შეხვდეთ მეგობრებს ან აღნიშნოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. _გემოვნებიანი დიზაინი, ცოცხალი მუსიკა და კომფორტული გარემო გელოდებათ როგორც Sunset Qobulet- ში, ასევე Sunset Batum -ში.
აგვისტო 2017
_ კომპანია UCS Georgia -ს მიერ დაწყებულია მარდი პლაზას Mardi Plaza კომპლექსის ავტომატიზაციის სამუშაოები. ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პრიორიტეტული პირველ ეტაპზე აუზის ავტომატიზაცია აღმოჩნდა, შემდგომ ეტაპებზე კი იგეგმება სისტემების: Shelter (სასტუმროს მართვა) და r_keeper & Store House (რესტორნის და საწყობის მართვა) გამართვა.
_ მარდი პლაზა — მრავალფუნქციური კომბინაციაა, რადგან ერთ სივრცეში განთავსებულია როგორც სასტუმრო, ასევე ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი.
_სპორტული კლუბი გთავაზობთ თანამედროვე სპორტულ დარბაზს და აკვა აერობიკას ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად. ასევე კომპლექსში განთავსებულია მასაჟის კაბინეტი.
_პლაზაში განთავსებული განსაკუთრებული აუზი მოძრავი სახურავით კი გთავაზობთ აუზის თავისუფალ დასწრებას, ბავშვების და ზრდასრულების სწავლას უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელების მეთვალყურეობით.
_პლაზაში აგრეთვე მოქმედებს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საუკეთესო სერვისს გთავაზობთ.
_ კომლექსის ეფექტური მუშაობისთვის, ყველა ბიზნეს-პროცესების კონტროლი და მართვისთვის ჩვენი კომპანიის მიერ პროგრამა «აბონემენტი «Абонемент» -ი იქნა დანერგილი, რომელიც დაეხმარება კომლექსის მმართველობას კლუბის მუშაობის ორგანიზებაში. ავტომატიზირებული გახდა სტუმრების რეგისრტრაცია და მათი პერსონალური მონაცემების ერთიან ბაზაში შეტანა, აბონემენტების სხვადასხვა ტიპის და მოქმედების გრაფიკების შექმნა, პერსონალური გაკვეთილების აღრიცხვა, დამატებითი მომსახუბის გაწევა.
იყავი გამორჩეული მარდი პლაზასთან ერთად!
სტატია იხილეთ აქ
ივნისი 2017
დედაქალაქის ელეგანტური, მდიდარი და ელიტარული სათამაშო კლუბის -კაზინო Ambassadori-ს რესტორნის ავტომატიზაცია.
რესტორნის ზონა სამი პრივატული დარბაზით განლაგებულია კაზინოს მთავარ დარბაზში. ავტომატიზაციის სამუშაოები შესრულებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის და Store House_4 საწყობისთის. ასევე გამოყენებულია მოდული «მობილური მიმტანი» მისი დახმარებით მიმტანები შეკვეთას უშუალოდ სტუმრის მაგიდასთან პრივატულ დარბაზებში მობილური მოწყობილობის გამოყენებით აფორმებენ და ონლაინ რეჟიმში აგზავნიან სისტემაში, რაც საგრძნობლად ამცირებს სტუმრის მომსახურების დროს.
ივნისი 2017
_ბათუმი, ახალი ბულვარი…
ახალი წერტილი ქალაქის გასტრონომიულ რუკაზე…
რესტორანი ახალი ბულვარი New Boulevard, დახვეწილი ინტერიერი, ვერანდა ზღვის პირას და უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები.
_რესტორანი ავტომატიზირებულია კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის და Store House_4 საწყობისთის.
აპრილი 2017
KFC Gldani. კომპანია UCS Georgia-ს მიერ ავტომატიზირებული მე-4 რესტორანი. რესტორანში დაინერგა ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა r_keeper v.7 სალაროზე „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) და სისტემა VDU (Video Display Unit ) — სერვის-ბეჭდვის ჩანაცვლება მონიტორებით.
რესტორანი განთავსებულია გლდანი მოლში, არქიტექტურით და კონცეფციით უნიკალურ 7 სართულიან მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში.
KFC so good
მარტი 2017
_ძველი ქალაქის გული. შარდენის ქუჩა – ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი. Organique Josper Bar — ავტომატიზაციის სისტემის შეცვლა. ხელმძღვანელობის არჩევანია პროფესიონალური და თანამედროვე სისტემები — r_keeper_7 და store_house. Organique Josper Bar — რესტორანი ამრიკული და ქართული სამზარეულოთი, სპეციალიზირებული ხორცის კერძებზე. ეს ერთადერთი რესტორანია საქართველოში, სადაც გამოიყენება მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე Josper-grill, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების უნიკალური სტრუქტურის შენარჩუნებას. მშვიდი და ლამაზი ინტერიერი, 2 ვერანდა და უამრავი დიზაინერული გადაწყვეტილება.
_100% Georgian Beef
მარტი 2017
_ავთენტური თურქული რესტორანი Ankara Style… თბილისის ერთერთ მთავარ ქუჩაზე — აღმაშენებლის გამზირზე. კომპანია UCS Georgia-მ ავტომატიზაცია მახდინა სისტემა r_keeper_7 -ს ბაზაზე. 4 სართული, მიმტანის 5 სადგური, ვებ მონიტორინგი. საბავშვო ზონაში — სწრაფი ქვითრის რეჟიმი (Fast Food) Second Screen XML ინტერფეისის გამოყენებით, 1 სართულზე სტანდარტულთან ერთად აგრეთვე ჩართულია სწრაფი ქვითრის რეჟიმი, მე-3 და მე-4 სართულებზე განთავსებულია საოჯახო რესტორანი. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ავთენტური თურქული, აგრეთვე ქართული სამზარეულო. რესტორნის ატმოსფერო გამოირჩევა სიმყუდროვით და სტილით.
_şaşırtan lezzetler
https://www.facebook.com/RKeeperGeorgiaUcs/
დეკემბერი 2016
თბილისის ცენტრი. რესტორანი «დადიანი»
_რესტორანი ავტომატიზირებულია საუკეთესო ტრადიციებში, კომპანია UCS-ის წამყვანი პროდუქტების გამოყენებით : r_keeper_v.7 რესტორნისთვის და Store House_4 საწყობისთის. ასევე გამოყენებულია მოდული «მობილური მიმტანი» მისი დახმარებით მიმტანები შეკვეთას უშუალოდ სტუმრის მაგიდასთან მობილური მოწყობილობის გამოყენებით აფორმებენ და ონლაინ რეჟიმში აგზავნიან სისტემაში, რაც საგრძნობლად ამცირებს სტუმრის მომსახურების დროს.
_ისტორიიდან…
_დადიანების საგვარეულო სასახლე უმშვენიერესი ლანდშაფტური პარკის გარემოცვაშია ჩაფლული. ეზოში შესვლისთანავე გეუფლებათ შეგრდძნება თითქოს ლუდოვიკო IV-ის დრიონდელ საფრანგეთში მოხვდით. დიზაინერების მიერ ბევრი სამუშაო ჩატარდა სასახლის ინტერიერის ელემენტების აღსადგენად,რადგან რესტორანში მოსული სტუმრები დინასტიის ეპოქის სამყაროში აღმოჩნდეს. რესტორანში წარმოდგენილია ქართული ტრადიციული კერძები კოლხური რეცეპტებით.
_რესტორანი «დადიანი»… ტრადიცია გრძელდება
დეკემბერი 2016
წინასაახალწლო ავტომატიზაცია! ევროპული ტიპის ახალი ბისტრო «რედ კაფე» გაიხსნა დედაქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე!
_იდეალური ადგილი საუზმის, ლანჩის და სამუშაო დღის ბოლოს სასიამოვნო ვახშმისთვის. სერვისის გასაუმჯობესებლად და სტუმრის უფრო სწრაფად მომსახურების მიზნით რესტორნის მფლობელების არჩევანი შეჩერდა ყველაზე სანდო, თანამედროვე და პროფესიონალურ ავტომატიზაციის სისტემაზე r_keeper_v.7 , სწრაფი ქვითრის ფუნქციის გამოყენებით. შესაბამისად საწყობის აღრიცხვის სისტემის არჩევანიც ასეთივე თანამედროვე და პროფესიონალურს საწყობის მართვის სისტემა Store House_4 -ზე შეჩერდა.
ნოემბერი 2016
UCS და R_Keeper ცის კარიბჭესთან
რესტორანი «ზურულდი» სვანეთში — 2340მ. ჩვენს მიერ ჩატარებულია ავტომატიზაციის სამუშაოები კომპანია UCS-ის ძირიდათი პროდუქტების გამოყენებით — რესტორნის ავტომატიზაციის სისტემა — RK 7 , საწყობის აღრიცხვის სისტემა — SH 4.
კომპანია UCS Georgia გისურვებთ იყოთ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე !
ივლისი 2016
„ბათუმი ჰილტონი“-ს სასტუმროსთან თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი ღვინის კლუბი „ასკანელი“ გაიხსნა . ჩვენს მიერ ჩატარებულია ავტომატიზაციის სამუშაოები კომპანია UCS-ის ძირიდათი პროდუქტების გამოყენებით — რესტორნის ავტმატიზაციის სისტემა — RK 7 , საწყობის აღრიცხვის სისტემა — SH 4 , აგრეთვე RK 7 -თან ერთად დაინერგა ტექნოლოგია “mobile waiter” — თანამედროვე მობილური გადაწყვეტილება სრული სერვისის რესტორნებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მიმტანს შეკვეთა უშუალოდ მაგიდასთან გააფორმოს და გადააგზავნოს პორტატული I Pad მოწყობილობის მეშვეობით…
ივლისი 2016
ახალი სეზონი, ახალი ლოკაცია, ბათუმის ულტრა-თანამედროვე ღამის კლუბ Boom Boom Beach-ის ავტომატიზაცია. კლუბის ფართობი, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობს — 2000მ2 მეტია.Boom Boom Beach — მოიცავს რამდენიმე აუზს, რესტორანს და 3 ბარს, VIP ლაუნჯს, ზონას მაგიდებით და რა თქმა უნდა უზარმაზარ საცეკვაო სივრცეს. ეფექტური მართვისთვის კომპანია UCS Georgia -ს მიერ ჩატარებულია ადგიობრივი წარმოების ავტომატიზაციის სისტემის ჩანაცვლება ყველაზე თანამედროვე პროფესიონლური სისტემით – R — Keeper v 7. შესაბამისად საწყობის აღრიცხვისთვისაც შეირჩა პროფესიონალური სისტემა SH 4.
ივლისი 2016
KFC Chavchavadze IL . კომპანია UCS Georgia-ს მიერ ავტომატიზირებული მე-3 რესტორანი. რესტორანში დაინერგა ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა R-Keeper v.7 სალაროზე „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) სტუმრისთვის — გადაწყვეტილება რიმელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა სწრაფი კვების ობიქტებზე. აგრეთვე შერჩეულია ერთერთი ბოლო ტრენდი — VDU (Video Display Unit ) — სერვის-ბეჭდვის ჩანაცვლება მონიტორებით.
KFC so good
ივნისი 2016
ზაფხული, ბათუმი, ზღვა…
დიდი ხნის შესვენების შემდეგ , განახლებული NEOCCA RK7 & SH4 -თან ერთად !
დასრულებულია საინსტალაციო სამუშაოები და პერსონალის ტრენინგები.
წარმატებებს გისურვებთ!
კომპანია UCS-ის მე -V პარტნიორული კონფერენცია
2016 წლის 24-27 მაისს კომპანია UCS –ის მე -V პარტნიორული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდა 90 ადგილობრივი და 14 ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია-დილერები : აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, ვიეტნამი, თურქმენეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, საქართველო, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ღონისძიება ჩატარდა კომპანიის კონფერენციის ოფიციალური პარტნიორის კომპანია Samsung-ის და პარტნიორის — კომპანია Plazius-ის მხარდაჭერით. კომპანიის დევიზით „ცვლილებათა ქარი“ იყო გამსჭვალული ყოველი მოხსენება.
წარგდენილ იქნა საწყობის ავტომატიზაციის სისტემის SH v.5 ახალი ვერსია, რომლის ანალოგი ბაზარზე არ მოიპოვება , აგრეთვე განხილულ იქნა ყველაზე პოპულარული პროგრამის R-Keeper 7 — ის სიახლეები: R-Keeper — ინტერნეტ ვერსია, სალაროს და მიმტანის სადგურები Andorid — სისტემაზე , ინტერაქტიური ანგარიშები რესტორნების მფლობელებისთვის — R-Keeper Dashboard, სიახლეები ადგილზე მიტანის სისტემაში R-Keeper Delivery და უამრავი სხვა .
წინ ბევრი სამუშაო გველის და წარმატება წარმოუდგენელია პროფესიონალიზმის გარეშე !
აპრილი 2016
ჩვენს მიერ დასრულდა რესტორან “ბუდვაიზერ ბუდვარBudweiser Budvar” — ის ავტომატიზაციის სამუშაოები, კომპანია UCS -ის ძირითადი პროდუქტების გამოყენებით -R-Keeper v.7 და StoreHouse v.4 .რესტორანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში , ჭავჭავაძის 43.
საუკეთესო ლუდი, უგემრიელესი კერძები და მეგობრული ატმოსფერო !
კომპანია «UCS Georgia » გისურვებთ წარმატებებს!
თებერვალი 2016
კომპლექსი Game – Keeper — გასართობი ცენტრის და უკვე ატრაქციონების პარკის ეფექტური ავტომატიზაცია !
კომპანია UCS Georgia -მ განახორციელა ატრაქციონების პარკის «Gldani Park» — ის , ავტომატიზაცია. ქ.თბილისში, გლდანში
დაინერგა პროგრამულ-აპარატული კომპლექსი Game – Keeper, ჩვენს მიერ პირველად არის გამოყენებული ბლოკ-რიდერები ბარათის უკონტაქტო წამკითველი ინტერფეისით და გაძლიერებული «გარე» ანტენის მქონე კონტროლერები, რადგან პარკის ტერიტორია მოიცავს 19,353 კვადრატულ მეტრს.
ეწვიეთ გლდანის პარკს, გაართეთ პატარები !
თებერვალი 2016
საქართველოს უმშვენიერესი რეგიონი, კახეთის შუაგული
კურორტი «ყვარლის ტბა»
კომპანია UCS Georgia -ამ დაასრულა ელექტრონული საკეტების
(სასტუროს ოთახებში წვდომის კონტროლის) სისტემის შეცვლის სამუშაოები. არჩევანი შეჩერდა კომპანია ADEL -ის წარმოების ელექტორნულ საკეტებზე , უკონტაქტო ბარათების გამოყენებით.
აგვისტო 2015
შავი ზღვა, ბათუმი …
გასართობი კომპლექსი «Casino di Campione » შეიცავს როგორც გასართობ ზონას , ასევე რესტორანს და ვერანდას ულამაზესი ხედით .
ჩვენს მიერ დასრულებულია კომპლექსის ავტომატიზაციის სამუშაოები , კომპანია UCS -ის ძირითადი პროდუქტების გამოყენებით -R-Keeper v.7 და StoreHouse v.4
საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ სცადოთ ბედი !
ივლისი 2015
ამერიკის პატარა ნაწილი თბილისში !
კომპანია UCS Georgia -ამ დაასრულა ამერიკულ რესტორან «Old Kentucky BBQ » -ის ავტომატიზაცია პროფესიონალური პროგრამების R-Keeper v.7 და StoreHouse v.4 გამოყენებით.
სასიამოვნო ატმოსფერო და Best & Real BBQ !
ივნისი 2015
შავი ზღვის მარგალიტი — ანაკლია !
სასტუმრო «Hotel Palm Beach» !
წარმატებით ჩატარდა პროგრამა Shelter -ის ჩანაცვლება უფრო თანამედროვე სასტუმროს სისტემა Shelter v.2 -ით !
ივნისი 2015
თბილისი, ავლაბარი, საუკეთესო ხედები, კაფე-ვერანდა, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება — ეს ყველაფერი ბუტიკის ტიპის სასტუმრო Grako Metekhi Hotel — ია !
სასტუმროს კომპლექსური ავტომატიზაცია — სასტუმროს პროგრამა — Shelter Lite , რესტორნის პროგრამა — R-Keeper v.7 , საწყობის აღრიცხვის სისტემა — StoreHouse v.4
Welcome to GM Hotel !
ივნისი 2015
Lizarran – მსოფლიოში ცნობილი ესპანური და ბასკური სამზარეულოს რესტორნების ქსელი უკვე საქართველოშია , კერძოდ ბათუმის ცენტრში!
Lizarran Batumi – ასპროცენტიანი ესპანური რესტორანია, რომელიც გააცნობს სტუმრებს ესპანეთის სხვდასხვა რეგიონების გასტრონომიულ ტრადიციებს.
კომპანია UCS Georgia–ს მიერ რესტორანში დანერგილია რესტორნის მართვის თანამედროვე პროფესიონალური სისტემა R-Keeper v.7, რომელიც გამოირჩევა მუშაობის მაღალი სიჩქარით, ასევე R-Keeper v.7 – თან კომპლექსში დანერგილია საწყობის მართვის სისტემა StoreHouse 4, მისი მეშვეობით ობიექტს ეძლევა ნედლეულის ავტომატიზირებულად მართვის, და აგრეთვე ბარში და სამზარეულოში ნედლეულის ნაშთების კონტროლის საშუალება.
lizarran. pinchos tapas y mucho más
ივნისი 2015
WEIHENSTEPHAN !
გერმანული პაბის სტილში გაფორმებული ახალი რესტორანი ძველ ბათუმში. მეგობრული ატმოსფერო, ევროპული სამზარეულო და ცოცხალი გერმანული ლუდი !
რესტორანი ავტომატიზირებულია კომპანია UCS –ის ძირითადი პროდუქტების საფუძველზე R-Keeper 7. , StoreHouse 4., სალარო სადგური აღჭურვილია კომპაქტური ფორმატის Retail Smart – მრავალფუნქციური POS – სისტემით, რომელსაც გააჩნია ფერადი სენსორული ეკრანი, მაგნიტური ბარათების წამკითხველი, მომხმარებლის დისპლეი და ჩაშენებული თერმოპრინტერი.
მაისი 2015
ბათუმის ცენტრი – ერას მოედანი.
BK–ბიბლიოთეკა, BK–დახვეწილი სტილი, BK–რესტორანი, BK–სუვენირები – ყველაფერი ერთ სივრცეში ლიტერატურულ რესტორანში BK.
ავტომატიზაციის სისტემის შეცვლა. ხელმძღვანელობის არჩევანია სისტემები – R-Keeper v.7. და StoreHouse v.4.
აპრილი 2015
ჩვენს მიერ ავტომატიზირებულია ახალი რესტორანი ქ.ბათუმში . რესტორანი Grill Town .
გამოყენებულია კომპანია UCS-ის ძირითადი პროდუქტები – რესტორნის ავტომატიზაციის სისტემა R-Keeper v.7. და საწყობის აღრიცხვის სისტემა StoreHouse v.4.
რესტორანი, სადაც შეძლებთ დაისვენოთ მთელი ოჯახით, შეხვდეთ მეგობრებს, ივახშმოთ რომანტიკულ გარემოში ან აღნიშნოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. Grill Town –ის განხსვავებული აქსესუარია გრილ–მაგიდები – უკვეთავთ მრავალფეროვან გრილ მენიუს და ხდებით თქვენივე შეკვეთის მზარეული !
აპრილი 2015
Game-Keeper გლდანი პლაზაში !
კომპანია UCS Georgia –ს მორიგი პროექტი . განხორციელდა გლდანი პლაზას ტერიტორიაზე მდებარე საოჯახო გასართობი ცენტრ MaxxiLand –ის კომპლექსური ავტომატიზაცია .
ცენტრი შეიცავს სხვადასხვა ტიპის სათამაშო აპარატებს, რომელთა უმეტესობა საპრიზოა – ყოველი თამაშის შემდეგ პრიზოთეკაში შეგიძლიათ აირჩიოთ სასარგებლო და ლამაზი პრიზები, ბოულინგის 4 ბილიკს , საბილიარდოს, ბავშვთა სადღესასწაულო დარბაზებს, კინოდარბაზს, ფოტოსტუდიას, კაფეს და ბარს .
სათამაშო ზონების ეფექტური მართვისთვის შერჩეულია პროგრამულ–აპარატული კომპლექსი Game-Keeper : სათამაშო აპარატებზე დამონტაჟებულია 44 კონტროლერი, ავტომატიზირებულია Game-Keeper – მოლარის 2 სამუშაო ადგილი, კაფე და ბარი ავტომატიზირებულია ყველაზე თანამედროვე და პროფესიონალური სისტემით R-Keeper v.7., საწყობი ავტომატიზირებულია საწყობის მართვის სისტემით Store House v.4.
MaxxiLand – მაქსიმალური გართობისთვის !
თებერვალი 2015
კომპანია UCS Georgia –მ პროგრამული სისტემების R-Keeper v.7, SH v.4 და Shelter Lite –ის საფუძველზე განახორციელა ბუტიკ ოტელის, ღვინის მარნის და რესტორან «Vinotel» –ის კომპლექსური ავტომატიზაცია.
მარნის და რესტორნის მართვა ხორციელდება სისტემებით – R-Keeperv.7 (რესტორნის მართვა) SH v.4 (საწყობის აღრიცხვა) , ხოლო სტუმრების განთავსების სამართავად შერჩეულია Shelter Lite (სასტუმროს მართვა).
კომპლექსურმა ავტომატიზაციამ განაპირობა სერვისის სრულყოფილი ხარისხი. «Vinotel» –ში სტუმრობისას თქვენს წინ გაიხსნება ქართული ღვინის მდიდარი სამყარო, დააგემოვნებთ ეროვნულ სამზარეულოს და ცნობილი შეფ-მზარეულის საავტორო კერძებს.
ქ.თბილისი , ელენე ახვლედიანის # 4
2014 წლის შედეგები — R — Keeper-ს 36 ათასი რესტორანი ენდობა !
დეკემბერი 2014
R-Keeper & KFC !
კომპანია UCS Georgia -მ დაასრულა სწრაფი კვების ქსელი KFC-ს პირველი ობიექტის ავტომატიზაციის პროექტი ქ.თბილისში.
რესტორანში დაინერგა ავტომატიზაციის პროფესინალური სისტემა R-Keeper v.7 სალაროზე „მეორე“ ეკრანით (Second Screen ) სტუმრისთვის — გადაწყვეტილება რიმელიც ბოლო დროს პოპულარული გახდა სწრაფი კვების ობიქტებზე. ეკრანზე მიმდინარე შეკვეთასთან და მის ღირებულებასთან ერთად შესაძლებელია მარკეტინგული ინფორმაციის განთავსება. აგრეთვე ახალი ტექნოლოგიები გამოყენებულია არამარტო რესტირანში, არამედ სამზარეულოშიც. შერჩეულია ერთერთი ბოლო ტრენდი — VDU (Video Display Unit ) — სერვის-ბეჭდვის ჩანაცვლება მონიტორებით, შეკვეთების ვიზუალიზაციისა და შემდგომში მათი შესრულების გაკონტროლების მიზნით.
KFC რა მაგარია
სექტემბერი 2014
უკრაინის პატარა ნაწილი თბილისის ცენტრში !
კომპანია UCS Georgia –ს მიერ ავტომატიზირებულია რესტორანი «De L’ Ukraine» , რომელიც მდებარეობს აბაშიძის ქ. #10/12.
ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის შერჩეულ იქნა ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემა R–Keeper v.7. და საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House v.4.
უკრაინული სტუმართმოყვარეობის საუკეთესო ტრადიციები, ოჯახური სიმყუდროვე და თბილი ატმოსფერო. თქვენ გელით გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო !
Ласкаво просимо !!!
ივლისი 2014
Game Keeper თბილისი მოლში !
საოჯახო გასართობი ცენტრი «Boom-Boom» !
კომპანია UCS Georgia –ს მიერ ავტომატიზირებულია საოჯახო გასართობი ცენტრი «Boom-Boom» , პირველი , კონცეპტუალურად ახალი , ევროპული სტანდარტების მქონე გასართობი ცენტრი რეგიონში. ცენტრი გაშლილია 1200 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს 3 ძირითად კონცეპტუალურ სივრცეს, კაფეს და რესტორანს .
სათამაშო ზონის სამართავად შერჩეულია სისტემა Game-Keeper , კვების ობიექტის ეფექტური მუშაობისთვის რესტორნის სისტემა R-Keeper , ხოლო საწყობში პროცესების კონტროლისთვის საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House .
აპრილი 2014
რესტორნების ქსელის «სახაჭაპურე #1» -ის ავტომატიზაცია, კომპანია Ucs -ის ძირითადი პროდუქტების საფუძველზე — R-Keeper და Store House.
გემო, რომელსაც ჩვენ ვაცხობთ!
აპრილი 2014
სასახლის ავტომატიზაცია !
რესტორანი « ავალონი »
ავტომატიზაციის სისტემის შეცვლა. არჩევანი გაკეთდა ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემებზე – R-Keeper v.7. და Store House v.4.
მარტი 2014
მორიგი პროექტი ბათუმში !
რესტორანი « Батумъ » და ლუდსახარში « კოზლოვიჩი » . საუკეთესო ლუდი ქალაქში !
დამფუძნებლების მიერ შერჩეულ იქნა ყველაზე თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემა R–Keeper v.7. , საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House v.4. , და აგრეთვე პროგრამული მოდული WEB Monitoring . მისი მეშვეობით on-line რეჟიმში შესაძლებელია სერვერიდან აუცილებელი და საჭირო მონაცემების მიღება — მაგ : კერძების გაყიდვა, ნავაჭრი , სალაროს ბალანსი etc…
თებერვალი 2014
ახალი 2014 წელი ახალ ობიექტთან ერთად !
ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელდა რესტორან « შარბათის » სრული ავტომატიზაცია . ბიზნეს-პროცესების ეფექტური მართვისთვის არჩეულია რესტორნის სისტემა R-Keeper v7, ხოლო საწყობის ავტომატიზაციისთვის — საწყობის მართვის პროგრამა StoreHouse. დახვეწილი დიზაინი, სიმყუდროვე, და კომფორტული გარემო — ყველაფერი ეს რესტორან « შარბათი » -ში.
30 000 რესტორანი მთელს მსოფლიოში ანდობს საკუთარ ბიზნესს R KEEPER — ს !
2013 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით ავტომატიზაციიის სისტემა R Keeper — ის მომხმარებლების რაოდენობამ 30 000 გადააჭარბა !
ოქტომბერი 2013
კაფე „ Respublika Espresso Bar “ ქ.თბილისი
სექტემბერი 2013
PIAZZA-ს კომპლექსის მორიგი ობიექტები !
ქართული რესტორანი „ მიმინო“
სასტუმრო „ Piazza Inn“
სისტემა R Keeper v.7და Store House v.4 არჩეულია კაფეების ქსელ Coffe Inn -ში ლიტვასა და ლატვიაში . ამჯერად ქსელის ერთერთი კაფე გაიხსნა საქართველოში . კაფე მდებარეობს თბილისის ცენტრალურ, კერძოდ აღმაშენებლის გამზირზე. დანერგილია რესტორნის ავტომატიზაციის სისტემა R Keeper v.7 და საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House v.4 . კომპანიის ხელმძღვანელობის გეგმებშია ქსელის გაფართოება.
აგვისტო 2013
სიახლე ! სასტუმროების და განთავსების ობიექტების ავტომატიზაციის ახალი სტანდარტი Shelter v. 2 !
ამასთან ერთად დასრულებულია პროგრამის თარგმნა ქართულ ენაზე .
Shelter v. 2 უკვე ქართულ ენაზე !
კომპანიის ყველა პროგრამული გადაწყვეტილება ერთმანეთთანაა დაკავშირებული , ანუ მონაცემების გადაცემა ხდება ავტომატურად. აქედან გამომდინარე სასტუმროს ბარებში და რესტორანში სისტემა R-Keeper , საწყობში სისტემა Store House , სისტემა Shelter –ის დაყენებით –თქვენ ახდენთ სასტუმროს კომპლექსურ ავტომატიზაციას.
ივლისი 2013
კაფე «Old Boulevard» ქ.ბათუმი
ივნისი 2013
R-Keeper შარდენზე
შარდენის ქუჩა – ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი. კარაოკე–ბარი «VOICE» . ავტომატიზაციის სისტემის შეცვლა. ხელმძღვანელობის არჩევანია პროფესიონალური და თანამედროვე სისტემები – R-Keeper და Store House.
ივნისი 2013
ავტომატიზირებულია ქ.თბილისში საბურთალოზე მდებარე კაფე «Incide Out Cafe» .
დეკემბერი 2012
ქ.ფოთში კომაპნია “UCS Georgia” – ას მიერ ავტომატიზირბულია სასტუმრო “ Prime Poti” . ხელმძღვანელობის მიერ შერჩეულ იქნა სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემა Shelter, მართვის ახალი მოდული , რაც ითვალისწინებს სტუმრის მომსახურების ცენტრალიზებული სისტემის დანერგვას .
სექტემბერი 2012
კაფე „გაბრიაძე“-ში , რომელიც მდებარეობს თბილისის კოლორიტულ ადგილას განხორციელდა ავტომატიზაციის სისტემის შეცვლა. არჩევანი შეჩერდა მართვის პროფესიონალურ სისტემებზე–R keeper v.7 და StoreHouse 4 .
სისტემის შეცვლამ ობიექტის ხელმძღვანელობას მისცა პროდუქციის აღრიცხვასთან არსებული პრობლემების აღმოფხვრის საშუალება, ასევე სისწრაფის და მუშაობის ხარისხის ამაღლების და გაუმჯობესების საშუალება.
სექტემბერი 2012
ბარი „ NEOCCA“ ქ.ბათუმი
Rk – Order — ინტერაქტიური მენიუ Apple iPod Touch 8G ბათუმში!
«Украина» , » Украиночка » და «PONTO» – პირველი რესტორნები საქართველოში, სადაც დაინერგა შეკვეთის მიღების თანამედროვე ტექნოლოგია Rk-Order.მიმტანები შეკვეთის მისაღებად ბლოკნოტების ნაცვლად გამოიყენებენ Apple iPod –ებს .მათი მეშვეობით შეკვეთა Wi Fi კავშირით გადაეცემა რესტორნის სამზარეულოს.
აგვისტო 2012
მორიგი ობიექტი ანაკლიაში!
სასტუმრო „Palm Beach“ — სასტუმროს კომპლექსური ავტომატიზაცია –სისტემები R Keeper v.7, Store House v.4 , Shelter.
აგვისტო 2012
ქ.ბათუმში დაიწყო რესტორნის კომპლექს „PONTO“ –ს ავტომატიზაციის სამუშაოები. კომპლექსი შეიცავს 3 რესტორანს და კაზინოს.
აგვისტო 2012
PIAZZA-ს კომპლექსის მორიგი ობიექტების ავტომატიზაცია
რესტორანი «Marco Polo»
სასტუმრო «Piazza Boutique» –შერჩეულია სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემა UCS «Shelter»
აპრილი 2012
2012 წლის აპრილში რესტორან „Krombakher“ –ის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის შესახებ.მოხდა გადასვლა პროფესიონალური ავტომატიზაციის სისტემა R Keeper v.7–ზე. ინსტალაცია ჩატარდა წარმატებით, ბიზნეს–პროცესების დაურღვევლად.
მარტი 2012
რესტორანი „Monte Carlo“ ქ.ბათუმი
დეკემბერი 2011
კაზინო „Shangri La” უკვე საქართველოშია !
კაზინო „Shangri La”თბილისი – ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის სამორინე საქართველოში!
დაიდო ხელშეკრულება კომპანია „ქართული კაზინოს ჯგუფ“ –თან სამორინე და გასართობი კომპლექს შანგრილას სრულ ავტომატიზაციაზე.
აგვისტო 2011
რესტორნები „ Украина” და „ Украиночка “ -ს ავტომატიზაციის სამუშაოების დასრულება.
ივლისი 2011
„Sektor 26.Batumi Beach Club”
ივლისი 2011
ბათუმის სავიზიტო ბარათი PIAZZA!
კაფე „La Brioche”
ივნისი 2011
ბათუმის სავიზიტო ბარათი PIAZZA!
პაბი „The Quiet Woman Pub“
2012 წლისთვის დაგეგმილია კომპლექსის სრული ავტომატიზაცია.
მარტი 2011
სწრაფი კვების ობიექტის ავტომატიზაცია. რესტორანი „ცეროდენა“ ქ.ბათუმში.
დეკემბერი 2010
ჩვენს მიერ ავტომატიზირებულია მორიგი რესტორანი ქ.ბათუმში. რესტორანი «San Remo» . პროექტი განხორციელდა BAS პროგრამით .
სექტემბერი 2010
განახლებულ ბათუმში გაიხსნა ყველაზე გემოვნებიანი რესტორანი «Acropolis» .არჩევანი რესტორნის სისტემა R Keeper v.7, საწყობის აღრიცხვის სისტემა Store House, ხოლო სამუშაო დროის აღრიცხვისთვის პირველად საქართველოში სისტემა Time Keeper -ზე გაკეთდა.ასევე გამოყენებულია სისტემა KDS (Kitchen Display Sistem).
აგვისტო 2010
ბათუმის ღირშესანიშნაობა — სამეთვალყურეო კოშკი. ჩვენს მიერ ავტომატიზირებულია იქ მდებარე რესტორანი-ლუდსახარში «TOWER».გამოყენებულია TMS სისტემა-მიმტანის მობილური ბლოკნოტი.
აგვისტო 2010
საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტის -კურორტ ანაკლიის ათვისება!
სასტუმრო «ანაკლია»-ს სრული კომპლექსური ავტომატიზაცია.ავტომატიზაცია განხორციელდა პროგრამული პროდუქტების –რესტორნის პროგრამა R Keeper v.7, საწყობის პროგრამა Store House და სასტუმროს პროგრამა UCS Shelter –ის ბაზაზე.
ივლისი 2010
რესტორან «აჭარული სახლი»-ის ავტომატიზაცია.პროექტი განხორციელდა BAS პროგრამით.
მაისი 2010
ავტომატიზირებულია ისტორიულ აბანოთუბანში მდებარე ღვინის ბარ-მაღაზია «L’accent
Francais».
მაისი 2010
ჩვენს მიერ ავტომატიზირებულია რესტორნების ქსელ «მირზაანი»-ს მორიგი რესტორანი, რომელიც მდებაერეობს უზნაძის ქუჩაზე.ასევე როგორც ქსელის სხვა რესტორნებში აქაც გამოყენებულია სისტემა KDS (Kitchen Display Sistem).
სისტემა R-Keeper v.7 სუპერმარკეტში!
ჩვენს მიერ პირველად საქართველოში დაინერგა აღრიცხვის სისტემა R-Keeper v.7 სუპერმარკეტში.
ამჟამად ავტომატიზირებულია სუპერმარკეტი «DAFNE» , რომელიც მდებარეობს ქ.გორში.
UCS აჭარაში !
2009 წლის 24 ივლისს ქ.ბათუმში სასტუმრო «Intourist Palace»-ში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით გაიმართა ჩვენი კომპანიის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ძირითადი პროგრამული პროდუქტები: სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემა UCS Shelter, რესტორნის ავტომატიზაციის სისტემის ახალი ვერსია R Keeper v.7 , საწყობის ავტომატიზაციის სისტემა Store House.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის 30-ზე მეტი სასტუმროს და რესტორნის წარმომადგენლები.
მაისი 2009
პროგრამული პროდუქტების –რესტორნის პროგრამის R Keeper v.6 , საწყობის პროგრამა Store House -ის ბაზაზე სრულად ავტომატიზირებულ იქნა კომპლექსი «კუს ტბა კალა». ასევე პირველად საქართველოში ტექნოლოგიური სიახლე TMS-სისტემა. პროგრამულ კომპლექს R Keeper-ში ჯიბის კომპიუტერის , როგორც ელექტრონული ბლოკნოტის გამოყენება.5 (ხუთი)! ობიექტის(რესტორნის) მონაცემთა ბაზა თავმოყრილია ერთ ცენტრალურ ოფისში და ასევე შესაძლებლობა ამ ოფისიდან მათი მართვა და რედაქტირება.
აპრილი 2009
მორიგი რეგიონის ათვისება !
კომპანია UCS –ის პროდუქტები დასავლეთ საქართველოში, ქვეყნის ყველაზე მსხვილ რეგიონში. ქ.ზუგდიდში წარმატებით დასრულდა რესტორან «Royal Palace»–ის ავტომატიზაციის პროექტი, ასევე გამოყენებულია TMS სისტემა –მიმტანის მობილური ბლოკნოტი .
თებერვალი 2009
კომპანიამ წარმატებით დაასრულა რესტორნების ქსელ «მირზაანი»–ს პირველი რესტორნის ავტომატიზაციის სამუშაოების პროექტი. ასევე გამოყენებულია KDS (Kitchen Display Sistem)სისტემა .
იანვარი 2009
დასრულებულია სასტუმრო «თორი» –ს სრული კომპლექსური ავტომატიზაცია.ავტომატიზაცია განხორციელდა პროგრამული პროდუქტების –რესტორნის პროგრამა R Keeper v.6, საწყობის პროგრამა Store House და სასტუმროს პროგრამა UCS Shelter –ის ბაზაზე. რადგან UCS Shelter – იძლევა სხვა სისტემებთან ინტეგრაციის საშუალებას ,სასტუმროში დამონტაჟდა სატელეფონო ტარიფიკატორი, ელექტრონული გასაღებები ADEL.პროექტი განხორციელდა BAS პროგრამით.
იანვარი 2009
ავტომატიზირებულია ბარ–რესტორანი «VERE GARDEN».
იანვარი 2009
ახალი 2009 წლისთვის ავტომატიზირებულია რესტორანი «სამი საუკუნე». საქართველოში პირველი, რესტორნის პროგრამა R-Keeper v.7 ქართულ ენაზე! პირველი KDS (Kitchen Display Sistem) სისტემა .მონიტორი პრინტერის ნაცვლად. სერვის–ბეჭდვის სრული ჩანაცვლება ან KDS -ის გამოყენება როგორც მისი დანამატი.
ივლისი 2008
დასრულებულია კლუბ «კლუბი 24 საათი»–ის ავტომატიზაცია.
მარტი 2008
დასრულებულია სწრაფი კვების რესტორნების ქსელის «GOOD FOOD» – ის ავტომატიზაციის სამუშაოები.ვრესტორნის პროგრამა R Keeper v.6 , საწყობის პროგრამა Store House . ქსელის კაფეები განთავსებულია ქ.თბილისის ყველა წამყვან სასწავლო დაწესებულებაში.
იანვარი 2008
იანვარში კომპანიის მიერ ავტომატიზირებულია ტავერნა «ქვის სახლი».
ივნისი 2007
კაფე «Batonebi» -ის ავტომატიზაცია.
მაისი 2006
გაფორმდა ხელშეკრულება სასტუმრო «Vere Palace»– თან . სასტუმრო და სასტუმროს რესტორნები გადავა სრულ ავტომატიზაციაზე, დამონტაჟდება ფირმა ADEL – ის ელექტრონული საკეტები.
მარტი 2006
გაიხსნა კომპანია UCS –ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.