რესტორნის და კაფეს ავტომატიზაცია

პროგრამა R-KEEPER  წარმოადგენს სარესტორნო ბიზნესის ნებისმიერი საწარმოს ავტომატიზაციის სტანდარტს, დაწყებული პრემიუმ-კლასის რესტორნით, თანამედროვე ბარით და დასრულებული ადგილობრივი კაფეთი.

საწარმოს სპეციფიკა (კაფე თუ ბარი) გათვალისწინებულია პროგრამის პარამეტრებში და კონფიგურაციაში.

სრული სერვისის რესტორნებში სისტემა R-KEEPER-ის კონფიგურაცია დამოკიდებულია დაწესებულების სიდიდეზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. დარბაზში შესაძლებელია რამდენიმე სალარო სადგურის, მიმტანის და ბარმენის ტერმინალის დამონტაჟება. სამზარეულოში შეკვეთის დასაბეჭდათ მონტაჟდება სერვის-პრინტერები, აგრეთვე შესაძლებელია წარმოების მზარეულის ვიდეო დისპლეის სისტემით აღჭურვა, რაც გაამარტივებს სამზარეულოს მუშაობას.

მიმტანის ტერმინალზე შეკვეთის გაფორმების და შენახვის შემდეგ პრინტერზე იბეჭდება სერვის-ქვითარი. შეკვეთის შენახვის შემდეგ შეკვეთაში აგრეთვე შესაძლებელია ინფორმაციის დამატება. ანგარიშის მდგომარეობის ინფორმაცია შეგიძლიათ ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს წინასწარი ანგარიშის ფორმით. ანგარიშის დაბალანსება და საბოლოო ქვითრის ამობეჭდვა კი ხდება სალაროს სადგურზე. თუ სტუმარი იმყოფება ბარში და შეკვეთას ღებულობს ბარმენი, უშუალოდ ბარმენს შეუძლია დააბალანსოს შეკვეთა და მოახდინოს ანგარიშსწორება ბარის ტერმინალზე, მოლარის დახმარების გარეშე.

შესაძლებელია პლანშეტზე ელექტრონული მენიუს გამოყენება. სტუმარი თვითონ უკვეთავს კერძებს, მიმტანის გარეშე.

რესტორნის მუდმივი კლიენტებისთვის მოქმედებს ლოიალობის პროგრამა. სტუმრისთვის წესდება ფასდაკლება ან ბონუსების დარიცხვა პლასტიკურ ბარათზე.

სამუშაო დღის დასასრულს სალაროზე იბეჭდება შემაჯამებელი ანგარიშები და ხორციელდება სალარო დღის დახურვის ოპერაცია.

რესტორნის მუშაობის კონტროლი მფლობელს შეუძლია აწარმოოს სახლიდან გაუსვლელად ნებისიერი ადგილიდან რეალური დროის რეჟიმში — მოდული WEB — მონიტორინგის მეშევეობით.

თქვენთვის საჭირო და შესაბამისი კონფიგურაციის ავტომატიზაციის სისტემის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი სპეციალისტები.

დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე : 0322 30 56 45 ,  +995 597 11 13 46 , +995 597 17 20 76

ან მობრძანდით ოფისში შემდეგ მისამართზე : ქ.თბილისი , ჯანო ბაგრატიონის ქ. # 6ა