საბავშვო სათამაშო ცენტრის ავტომატიზაცია
საბავშვო სათამაშო ცენტრების ავტომატიზაცია
აპარატულ-პროგრამული კომპლექსი Game-Keeper გათვალისწინებულია სათამაშო აპარატების დარბაზის და აგრეთვე სხვა ნებისმიერი სათამაშო სივრცის ავტომატიზაციისთვის. თამაშის ჩართვა ხდება პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რომელმაც შეცვალა სათამაშო ჟეტონები. სისტემაში გამოიყენება თამაშების ან სხვა მომსახურების საფასურის გადახდა როგორც ფიქსირებული, აგრეთვე ცვალებადი ტარიფით მაგ: საბავშვო ლაბირინთი, ბატუტი და სხვა. რეალიზებულია აბონემენტების და სხვადასხვა პაკეტების შექმნის მოქნილი სისტემა. რამოდენიმე სათამაშო ცენტრს შეუძლია გამოიყენოს პლასტიკური ბარათების ავტორიზაციის ერთიანი სერვერი.
სისტემა Game-Keeper-ი გაძლევთ საშუალებას ავტომატურად მართოთ თამაშის ფასი დროის, კვირის დღეების, სეზონის, დღესასწაულების , ავტომატის სახეობის და სხვა ფაქტორების მიხედვით. ასევე გეძლევათ საშუალება მიიღოთ დეტალური სტატისტიკა, როგორც გამოყენებული აპარატების, აგრეთვე გაწეული მომსახურების, ბარათების, ჩატარებული ოპერაციების და საპრიზო საქონელის მიხედვითაც.
R-Keeper და ბილეთების გაყიდვის სიტემა UCS-Премьера — სთან ინტეგრაციის წყალობით შესაძლებელია ერთიანი გადახდის და ბონუსების სისტემის შექმნა გასართობი კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე .
მუშაობის ძირითადი პრინციპები: Game-Keeper
სისტემის უმნიშვნელოვანესი ცნება მომსახურების პაკეტია.
პაკეტი — სალაროდან გაყიდვის ობიექტია. ის წარმოადგენს შესაძენი მომსახურების, პაკეტის გამოყენების პირობების და მისი ღირებულების გადათვლის წესების კომპლექსს. პაკეტები მუშავდება მარკეტინგული სამსახურის მიერ და პროგრამაში იტვირთება წინასწარ.
მოლარე მხოლოდ ირჩევს ხელისაწვდომ პაკეტს სტუმრის სურვილით. მას არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ფასი ან სხვა სტრუქტურული ელემენტები.
Game-Keeper სისტემასთან შესაძლებელია აგრეთვე ატრაქციონების და ნებისმიერი სათამაშო სივრცის ჩართვა : სათამაშო ოთახი, ავტოდორმი და სხვა.
რამოდენიმე სათამაშო ცენტრს შეუძლია გამოიყენოს პლასტიკური ბარათების ავტორიზაციის ერთიანი სერვერი.