სასტუმროს ავტომატიზაცია
Shelter
განთავსების ობიექტების ავტომატიზაცია
ჩვენს დროში უკვე ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე სასტუმრო ავტომატიზაციის სისტემის გარეშე. მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში და ადამიანური ფაქტორის მინიმუმადე დაყვნაში დაგეხმარებათ სასტუმროს ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამა. კომპანია UCS-ის მიერ შექმნილი სასტუმროს ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემა Shelter v.2 გვაძლევს სტუმრის განთავსების რამოდენიმე წუთში გაფორმების საშუალებას, საერთო ჯამში განთავსების და სასტუმროდან გასვლის პროცესი ხდება კომფორტული როგორც სტუმრისთვის, ასევე სასტუმროს პერსონალისთვის.
სასტუმროს მართვის სისტემა Shelter ითვალისწინებს განთავსების ობიექტის ნებისმიერი ფორმატის ავტომატიზაციას: სასტუმრო, პანსიონატი, სანატორიუმი, აპარტ-ოტელი , ჰოსტელი და სხვა. პროგრამა გვაძლევს დაჯავშნის, განთავსების, გასვლის, სტუმრის ანგარიშთან მუშაობის და სხვა პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებას. Shelter -ი მოიცავს სასტუმროს ყველა სექტორს, დაწყებული მარკეტინგის სამსახურით დამთავრებული სამრეცხაოთი. გაყიდვების განყოფილება, პორტიე, ბუღალტერია და ფინანსური სამსახური — სისტემა აერთიანებს ამ ყველა განყოფილების მუშაობას ერთ ინფორმაციულ სივრცეში, ხდის ბიზნესს გამჭვირვალეს და კონტროლირებადს.
Shelter -ის უპირატესობაა, რომ ის სანდო და სწრაფი სისტემაა.
კომპანია UCS-ი გთავაზობთ პროგრამის თანამედროვე ვერსიას — Shelter v.2. და ბიუჯეტურ ვერსიას მინი-სასტუმროებისთვის (35 ნომრამდე) — Shelter Lite.
სისტემა Shelter ინტეგრირებულია რესტორნის მართვის სისტემა R-Keeper-თან, ფიტნეს კლუბის და სპა სალონის ავტომატიზაციის სისტემა Абонемент-თან, საწყობის მართვის სისტემა Store House -თან, სხვადასხვა ელექტრონული საკეტების სისტემებთან და სატელეფონო სადგურებთან.