გასართობი ცენტრის ავტომატიზაცია
კომპანია UCS -ის მიერ შემუშავებული გასართობი ცენტრის ავტომატიზაცია Game Keeper აერთიანებს სათამაშო აპარატებს და დანადგარებს ერთიან კომპიუტერულ სივრცეში, რომელიც იმყოფება ცენტრალური სერვერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დაქვემდებარებაში.
ასეთი ინტეგრაციის წყალობით სათამაშო აპარატებს ეთიშება გადახდის მექანიზმი — ჟეტონის მიმღები, რაც ხშირად იწვევს აპარატის მწყობრიდან გამოსვლას. მომხმარებელი ჟეტონის ნაცვლად სალაროზე ღებულობს პლასტიკურ ბარათს, მასზე დარიცხული გარკვეული თანხით, რომლის მეშვეობით აქვს წვდომა ყველა აპარატზე და ატრაქციონზე. ასეთი მექანიზმი ამარტივებს მოლარის მუშაობის კონტროლს და ახდენს სალაროს გარეშე გაყიდვების საშუალების ლიკვიდაციას.
პერსონალის მუშაობის განტვირთვა: დღის ბოლოს არ არის ჟეტონების აპარატიდან გამოტანის და გადათვლის საჭიროება.
სხვადასხვა ტიპის ბონუსების, აქციების (აგრეთვე ინდივიდუალურის) გამოყენებისთვის საკმარისია სისტემაში მათი პარამეტრების შეყვანა.
პროგრამას გააჩნია მარტივი და გასაგები ინტერფეისი. მართვის ცენტრალური პუნქტიდან ხელმისაწვდომია კონკრეტული ავტომატის ან ატრაქციონის დატვირთვის ინფორმაციის ნახვა, აგრეთვე მათი ჩართვა/გამორთვა.
ყველა მოქმედება, ყველა ოპერაცია ფიქსირედება და შედის მონაცემთა საერთო ბაზაში, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ შესაბამისი და საჭირო ინფორმაციის ნახვა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი პერიოდის მითითებით.
უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღეთ ჩვენ სპეციალისტებთან.
დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე : 0322 30 56 45 , +995 597 11 13 46 , +995 597 17 20 76
ან მობრძანდით ოფისში შემდეგ მისამართზე : ქ.თბილისი , ჯანო ბაგრატიონის ქ. # 6ა