iPad
ელექტრონული მენიუ iPad — ზე
RK-Order — ინტერაქტიული ელექტრონული მენიუ პლანშეტზე iPad — კომპანია UCS-ის აქტუალური შემოთავაზება. მენიუს წარმოდგენის ახალი თანამედროვე ფორმატი და უშუალოდ სტუმრის მიერ პლანშეტიდან შეკვეთის შექმნის საშუალება.
ინფორმაციის ბლოკნოტიდან ელექტორნულ საშუალებებზე გადატანამ მოგვცა შემდეგი ფუნქციების განხორციელების საშუალება:
- კერძის აღწერა და ფოტოსურათი პლანშეტზე. სტუმარს შეუძლია დეტალურად დაათვალიეროს კერძის ფოტოები, წაიკითხოს კომენტარები და უფრო გააზრებულად შეარჩიოს კერძი.
- ფოტოების, კერძის აღწერა, ფასების რეგულირება და შეცვლა ხდება ონლაინ რეჟიმში.
- სტუმარი მიმტანის დახმარების გარეშე ქმნის საკუთარ შეკვეთას. შესაძლებელია სტუმრის ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებაც.
- შეკვეთის გაფორმების შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება მიმტანის სადგურს და დადასტურების შემთხვევაში იგზავნება სერვის-ბეჭდვაზე.
- კონტექსტური დახმარების სისტემა (მაგ: რომელი ღვინო უხდება ძირითად კერძს)
- სტუმრის და რესტორნის მფლობელს შორის კავშირი . სტუმარი აფასებს კერძებს, პერსონალის მუშაობას, დაწესებულებას, აგრეთვე შესაძლებელია შეტყობინების დატოვება, რომელიც ავტომატურად გადაიგზავნება რესტორნის მფლობელთან.
- მარკეტინგული აქციების დაანონსება (დანართი „აფიშა“)
- მიმტანის გამოძახების სისტემის რეალიზაცია , პეიჯინგ სისტემის ანალოგი.
- დამატებითი სერვისი: სტუმრისთვის უფასო ან ფასიანი ინტერნეტი, თამაშები
- ელექტორნული მენიუს ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალება
RK-Order დემოვერსია შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ: Apple Store