KDS VDU
სისტემები KDS და VDU — სამზარეულოს მონიტორები
ახალი ტექნოლოგიები არამარტო დარბაზში, არამედ სამზარეულოშიც. ერთერთი ბოლო ტრენდი — სერვის-ბეჭდვის ჩანაცვლება დიდი მონიტორებით შეკვეთების ვიზუალიზაცია და კონტროლისათვის.
კომპანია UCS — ის მიერ შემუშავებული R-Keeper V7-თან შეთავსებადი ორი პროფესინალური სისტემა : KDS (Kitchen Display System) კონცეპტუალური რესტორნის სამზარეულოსთვის და VDU (Video Display Unit) სწრაფი კვების ობიექტებისთვის. სისტემები VDU და KDS სრულად ანაცვლებენ სერვის-ბეჭდვას ან ფუნქციონირებენ მასთან ერთად. მონიტორებზე გამოსახული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საწარმოს სხვადასხვა თანამშრომლისთვის — შეკვეთის სადგურზე გაფორმებისას ის ავტომატურად აისახება მონიტორებზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია შეკვეთების შესრულების დროის კონტროლი R-Keeper ანგარიშების მეშევეობით.
სისტემები KDS და VDU — ხელმისაწვდომი და თანამედრვე გადაწყვეტილებაა სამზარეულოსთვის.
სისტემა VDU

VDU სისტემაში კერძები ეკრანზე გამოისახება მათი შეყვანისთანავე, რაც მოსახერხებელია სწრაფი კვების ობიექტებზე. შეკვეთის გადახდის დაფიქსირებისას მას ეცვლება სათაური.
თუ შეკვეთა ერ ეტევა მიმდინარე ეკრანზე, იგი გადადის შემდეგზე. დასრულებულ შეკვეთას მზარეული აუქმებს მზარეულის კლავიტურიდან შეკვეთის ნომრის აკრეფით. საჭიროებისამებრ გაუქმებული შეკვეთის აღდგენაც შესაძლებელია.
საჭირო დანადგარები: მონიტორი და სისტემური ბლოკი.
სისტემა KDS
KDS სისტემაში შეკვეთები ხვდება მხოლოდ მათი სადგურზე შენახვის შემდეგ. ყოველ შეკვეთას ან კერძს შეესაბამება ფანჯარა. ფანჯრების რაოდენობა დამოკიდებულია შეკვეთის სიდიდეზე..
ეკრანი იყოფა 2 სახეობად: მზარეულის ეკრანი და მიმტანის ეკრანი.

შეკვეთის შესახებ ინფორმაცია შეიცავს:
- რიგით ნომერს
- კერძის და მოდიფიკატორის დასახელებას
- მაგიდის ნომერს
- შეკვეთის შემქმნელი მიმტანის სახელს
- დამზადების ნომინალურ დროს
- ტაიმერს
- უარს შეკვეთიდან
საჭირო დანადგარები: მონიტორი და სისტემური ბლოკი.
KDS და VDU სისტემებისთვის შესაძლებელია აგრეთვე სენსორული ეკრანების ე.წ. Touch Screen-ების გამოყენება.

