Store House
Store House
საწყობის ავტომატიზაცია R-Keeper Store House
კომპანია UCS –ის მიერ შემუშავებული საწყობის მართვის ავტომატიზაციის სისტემა Store House, იძლევა რესტორნებში, კაფეებში, სწრაფი კვების ობიექტების და ა.შ. წარმოების და მარაგების სრული კონტროლის საშუალებას.
პროგრამა Store House ასრულებს წარმოებისთვის მნიშვნელოვან ამოცანებს — მართავს სასაწყობე ნაშთებს და პროდუქციის ჩამოწერის კონტროლს. StoreHouse -ში იმართება როგორც კალკულაციის ბარათები, ასევე ტექნოლოგიური ბარათებიც, შესაძლებელია კერძის კალორიულობის გაანგარიშებაც კი.
პროგრამა StoreHouse გაძლევთ საშუალებას სრულად აკონტროლოთ პროდუქციის ხარჯი, ეფექტურად მართოთ თვითღირებულება, მოახდინოთ შესყიდვების ორგანიზება, აკონტროლოთ პერსონალის მუშაობა. პროგრამა ამარტივებს ბუღალტერ-კალკულატორის მუშაობას.
სისტემა Store House. ფუნქციები
- პროდუქციის ისტორია (შემოტანა, გახარჯვა, ჩამოწერა, კომპლექტაცია და სხვა)
- კერძების კალკულაცია (თვითღირებულების ავტომატური გაანგარიშება ნებისმიერ თარიღზე)
- კერძების რეალიზაციის მიხედით პროდუქციის და ნახევარფაბრიკატების ავტომატიზირებული ჩამოწერა, ურთიერთჩანაცვლების პროდუქტების გამოყენებით ან მათ გარეშე
- მრავალფუნქციური ინვენტარიზაცია, მათ შორის ნახევარფაბრიკატების ინვენტარიზაცია
- პროდუქციის, ზომის ერთეულების, კორესპონდენტების, ვალუტების , დღგ და ა.შ. შეყვანა
ავტომატური ძებნის ფუნქციის გამოყენება, რაც მაქსიმალურად აჩქარებს მუშაობას.
სისტემაში გამოყენებულია თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდი FIFO.
სისტემა StoreHouse. შესაძლებლობები
- სისტემა გვაძლევს შემდეგი დოკუმენტების შექმნის და დამუშავბის საშუალებას:
- შესყიდვის ზედნადებები
- პროდუქციის გახარჯვის ზედნადებები
- შიდა გადაზიდვის დოკუმენტები
- ინვენტარიზაცია (შეჯერებითი უწყისები)
- მომწოდებლისთვის პროდუქციის დაბრუნების დოკუმენტები
- გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერის დოკუმენტები
- მზა კერძების ჩამოწერის დოკუმენტები
- დოკუმენტის სტატუსიდან გამომდინარე (აქტიური/არააქტიური) იგი შეიძლება მონაწილოებდეს ან არა თვითღირებულების გაანგარიშებაში. სტატუსი ადვილად იმართება მომხმარებლის მიერ.
- აქტიური სტატუსით დოკუმენტის შენახვისას ყოველ პროდუქტზე ნაშთის გამოსახვა
- პროდუქციის დოკუმენტებში შეტანა ხდება ნებისმიერი ზომის ერთეულში
- შესაძლებელია ნებისმერი დოკუმენტის ნებისმიერ სხვა ტიპის დოკუმენტში კოპირება
- ნაშთების უწყისიდან მონაცემების ნებისმიერ სხვა დოკუმენტში კოპირების საშუალება
- ინვენტარიზაციის ჩატარებისას სისტემა ავტომატურად ასახავს მეტობას და ნაკლებობას
- შესაძლებელია სკანერის და სასწორის გამოყენება
StoreHouse — კალკულაციის ბარათებთან მუშაობა
კალკულაციის ბარათების შექმნა და მათი კონკრეტულ თარიღთან გადაბმის საშუალება:
- კალკულაციის ბარათის შევსება ულუფის ნებისმიერი ნორმის გათვალისწინებით
- მზა პროდუქციის გამოსავლიანობის ავტომატურად და ხელით გადათვლა
- თრითღირებულების ავტომატური გაანგარიშება შერჩეული საწყობის და თარიღის მიხედვით
- კალკულაციის ბარათების შეუზღუდავი რაოდენობა
- ტექნოლოგიურ ბარათებში პროდუქტის დამუშავების 3 სტადია (ბრუტო წონა, ცივი დამუშავების შემდგომ წონა, ცხელი დამუშავების შემდგომ წონა (მზა პროდუქტის წონა))
- გადამუშავების აქტების ავტომატური ფორმირება
- პროდუქტის ურთიერთჩანაცვლების ჯგუფთან დაკავშირება
- ყოველი კერძისთვის/პროდუქტისთვის კალკულაციების ბარათების სიის დათვალიერება
Store House — ანგარიშებთან მუშაობა
- სისტემა StoreHouse — შემდეგი ანგარიშები:
- ნაშთების უწყისი
- ბრუნვის უწყისი
- პროდუქტის ისტორია
- სასაქონლო ანგარიში
- მომწოდებლებთან/მიმღებთან ანგარიშგება
- მომწოდებლების ანალიზი
- რეალიზაციის აქტები
- რეალიზაციის ანალიზი
- კერძების გაყიდვის ანგარიში
- გაყიდვები დღეების მიხედვით
- კერძების სია
- რეცეპტების სია
- აგრეთვე ანაგრიშების აგების მოქნილი ფილტრი:
- კონკრეტულ თარიღზე ან პერიოდზე
- კონკრეტული საწყობის მიხედვით
- სავაჭრო ჯგუფის ან ცალკეული პროდუქტის მიხედვით
- მომწოდებლების ან მიმღების მიხევით
- ანგარიშების Word, Excel და Windows-ის სხვა აპლიკაციებში ექსპორტი
StoreHouse საწყობის ადმინისტრირება
StoreHouse Administrator, ეს მოდული შედის საწყობის მართვის სისტემაში და გაძლევთ საშუალებას მართოთ პერსონალის სისტემაში წვდომა უფლებების, როლების და პაროლების სისტემის მიხედვით.