რესტორნის ავტომატიზაცია
რესტორნის ავტომატიზაცია
რა არის სისტემა R-Keeper?
R-Keeper — საზოგადოებრივი კვების ობიქტებისთვის სპეციალურად შემუშავებული და შექმნილი პროგრამულ-აპარატული კომპლექსია. მართვის, აღრიცხვის, გაყიდვების და პერსონალის კონტროლის, სერვისის ამაღლების საიმედო საშუალება.
რესტორნის სრული ავტომატიზაცია
მართვის სრული ავტომატიზაცია ხორციელდება 2 პროგრამული დონით: სალარო და მენეჯერი სალარო ნაწილი უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციას და აგრეთვე გაყიდვების მიხედვით ხდება მონაცემთა ბაზის ფორმირება.
მენეჯერის ნაწილი კი უზრუნველყოფს ცნობარების ფორმირებას, პროგრამაში წვდომის უფლებების განაწილებას, სალაროს სხვადასხვა პარამეტრებს, ანგარიშების აგებას, აგრეთვე ინტეგრაციას სხვა სისტემებთან, მაგ. საწობის მართვის სისტემაში SH4, სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემაში Time Keeper და სხვა.
თანამედროვე ტექნოლოგიები
R-Keeper სისტემის წამყვანი ტექნოლოგიები რესტორატორებს აძლევს პერსონალის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების და აგრეთვე მომსახურების დროის შემცირების საშუალებას:
- ელექტრონული მენიუ პლანშეტზე
- დინამიური მენიუ-ბორდები , სალარო სადგურები სტუმრისთვის დამატებითი ეკრანით.
- საბანკეტო შეკვეთების მართვა
- მზარეულის და მიმტანის ელექტორნული „პრინტერები“ და სხვა ტექნოლოგიები
- R Keeper სისტემის ძირითადი მოდულები
- საწყობის მართვის და აღრიცხვის სისტემა Store House
- სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა
- სამზარეულოში შეკვეთების online ვიზუალიზაციის სისტემა KDS/VDU
- რესტორნის მუშაობის WEB-მონიტორინგი
- მიწოდების სერვისის სამსახურის ავტომატიზაციის სისტემა R-Keeper Delivery
R-Keeper™ — კომპანია UCS-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია. ჩვენი პროგრამული პროდუქტის რეალიზაცია ხდება მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან და ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებთან.
სისტემა R-Keeper-ის ინტერფეისი
- ბოულინგის მართვის სიტემა AMF
- სასტუმროს ავტომატიზაციის სისტემა Shelter
- საბილეთო სისტემა UCS-Премьера
- აპარატულ-პროგრამული კომპლექსი Game-Keeper
- ფიტნეს კლუბის მართვის სისტემა Абонемент
R-Keeper 7
რესტორნების ავტომატიზაციის სისტემის პროფესიონალური და თანამედროვე ვერსია R-Keeper v.7
მოქნილი, უნივერსალური და უსაფრთხო.
სისტემა გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ მომსახურების სიჩქარე და ხარისხი.
R-Keeper შექმნილია კვების ობიექტების ნებისმიერი ფორმატის ავტომატიზაციისთვის.
ფუნქციონალური მახასიათებლები R-Keeper v.7
- მრავალენოვანი: პროგრამის ინტერფეისის ენის შერჩევა ინდივიდუალურად ყოველი მომხმარებლისთვის
- ყველა ცნობარის მოქნილი პარამეტრები: სავაჭრო ჯგუფების, ფასდაკლებების დეტალიზაციის, შეკვეთის კატეგორიების, სელექტრების და ბეჭდვის სქემების მიხედვით
- პერიოდების მოქნილი პარამეტრები: გამოიყენება პერიოდების, ფასების, ფასდაკლებების რთული სქემების შესაქმნელად
- სავაჭრო ჯგუფების გამოყენება: სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტების გაერთიანების შესაძლებლობა
- სკრიპტებთან მუშაობა: ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არასტანდარტული ბიზნეს პროცესების განსახორციელებლად დამატებითი სკრიპტების დამატების საშუალება
- ობიექტების თვისებების ჯგუფური ცვლილებების საშუალება: კორექტირებების ოპერატიულად მთელი ჯგუფისთვის ერთდროულად შეტანის საშუალება
- სალარო სადგურებზე კერძების ცნობარების ვიზუალიზაცია ღილაკების სახით : მენეჯერს აძლევს მაქსიმალურად მოსახერხებელი მენიუს შერჩევის საშუალებას
- ინდივიდუალური პარამეტრები: პარამეტრების შენახვის საშუალება ინდივიდუალურად ყოველი მომხმარებლისთვის
მენიუ
- კერძების სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით ფასდაკლებების დანიშვნის მოქნილი სისტემა , ანგარიშების მოხერხებულად დაჯგუფების საშუალება
- კერძის დასახელების და ფასის სალარო სადგურზე მითითების საშუალება, რაც მოხერხებულია არასტანდარტული კერძებისთვის (open food)
- მოდიფიკატორების გამოყენება (კერძის მომზადების და მიწოდების ვარიანტები) :
- მოდიფიკატორები შეიძლება იყოს უფასო, აგრეთვე შეიძლება მოქმედებდეს კერძის ღირებულებაზე
- მოდიფიკატორების შეზღუდვა დაშვებული ინტერვალით
- მოდიფიკატორის დასახელების შეტანა სალაროს სადგურზე თავისუფალი ტექსტის სახით.
ფასდაკლებები და ფასნამატები
- R-Keeper-ში ფასდაკლებები და ფასნამატები შეიძლება იყოს :
- ქვითრის მთელ თანხაზე
- პროდუქციის გარკვეულ ჯგუფზე
- N- კერძზე შეკვეთაში
- N- კერძის შემდგომ კერძებზე
- ყოველი ფასდაკლება ან ფასნამატის ავტომატურად დანიშვნა ან ხელით
- ერთ შეკვეთაში რამოდენიმე ფასდაკლების ან ფასნამატის კომბინაციის გამოყენების წესები
ვალუტები
- ვალუტების რამოდენიმე ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა. პლასტიკური ბარათების, ტალონების, კუპონების, ბონუსების, როგორც ვალუტის გამოყენების საშუალება და ა.შ.
- ყოველი ვალუტისთვის კერძების ჯგუფის მიმაგრების საშუალება
- განაკვეთის ჯგუფის შექმნა, რომელიც გვაძლევს ვალუტებს შორის ექვივალენტის მითითების საშუალებას (მაგ: 1 კუპონი = 100 ლარს)
პერსონალი
- მოქნილი პარამეტრები მომხმარებლების ყოველი ჯგუფისთვის : ჰოსტესი, მიმტანები, ბარმენები და ა.შ.
- ობიექტებზე პრივილეგიების გამოყენება
- პრემიების და ჯარიმების ავტომატური დარიცხვა
- კონკრეტული კერძის გაყიდვაზე კონსუმაციის დანიშვნა
ტექნიკური პარამეტრები R-Keeper v.7
- სალაროს პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows -ში
- ძირითადი პროგრამის და დრაივერების ავტომატური განახლება
- ცნობარები ინახება დაცულ ფორმატში
- გამოიყენება Microsoft SQL სერვერი 2012express და მაღლა
- ყველა ცნობარის ავტომატური სინქრონიზაცია
- ცნობარების მონაცემთა და შეკვეთების ბაზას მართავს ცნობარების სერვერი
- პროტოკოლების TCP/IP მხარდაჭერა
- კავშირი გარე სისტემებთან API -ს მეშვეობით